58-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა სირიაში სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმის შედეგად, 300 ადამიანი კი დაშავდა. თავდასხმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა, ტერიტორიაზე რომელიც ამბოხებულების მიერ არის კონტროლირებადი.
აღნიშნულს თეთრი სახლი განცხადებით გამოეხმაურა:
„დღეს მომხდარი ქიმიური ტავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებზე განსჯის ღირსია. ეს პოლიტიკური რეალობაა, რომ ასადი ხელისუფლების სათავეშია და არ არსებობს ფუნდამენტური ვარიანტი რეჟიმის შეცვლისა.
საუბარია იმაზე, რომ ესა თუ ის რეჟიმი თუ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, სხვა ერები გულხელდაკრეფილნი არ ისხდებიან, აიტანენ და მოითმენენ ამ ყოველივეს. ვფიქრობთ, რომ სირიის მოსახლეობის ინტერესებშია, არ არსებობდეს მათ ხელისუფლებაში არავინ, ვინც მსგავს ამაზრზენ ქმედებას ჩაიდენს. ნებისმიერი ლიდერი, რომელიც მსგავსი ქმედებით უდეგა საკუთარ ერს, სიკვდილითა და ნგრევით, ვფიქრობთ, რომ არავინ არავის უსურვებს მსგავსს“, - აცხადებენ თეთრ სახლში.
მასალის გამოყენების პირობები






