გამოკითხვა საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 1501 რესპონდენტი, ცდომილება შეადგენს პლუს მინუს 2,5%.
პრობლემების სამეულში კვლავ არის უმუშევრობა, ეკონომიკური კრიზისი და ტერიტორიული მთლიანობა .
კვლევის თანახმად, კვლავ მაღალია გამოკითხული მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების.
რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა, საუბარია იმ პირებზე, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა:
1. „ქართული ოცნება“ - 30%.
2.“ნაციონალური მოძრაობა“ - 15%
3. „ევროპული საქართველო“ - 8%.
რაც შეეხება ყველა გამოკითხულის პასუხს ის ასე გამოიყურება:
1.“ქართული ოცნება“- 26%.
2. „ნაციონალური მოძრაობა“- 15%.
3.“ ევროპული საქართველო“- 7%.
პოლიტიკოსებს შორის რეიტინგი ასე გადანაწილდა:
მოქმედი პრეზიდენტი მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს. IRI-ს კვლევის მიხედვით გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს. მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 65%-ით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს - 55% აქვს. მეოთხე ადგილზეა 50%- ით დავით ბაქრაძეა.
კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 65%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს. მხოლოდ 5% თვლის, რომ პრეზიდენტი პარლამენმა უნდა აირჩიოს.
პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგების გარდა, კვლევაში ქვეყნის საგარეო გამოწვევებზეცაა საუბარი: IRI - გამოკითხულთა 76% საქართველო-რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას უარყოფითად აფასებს.
გამოკითხულთა 73% რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს. (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა „გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას ნეგატიურად აფასებს.
რაც შეეხება „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შეცვლას? მთავრობის გადაწყვეტილებას გამოკითხულთა უმრავლესობა (58 %) უარყოფითად აფასებს.
საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალურ შედეგების თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობაა - 90%-ზე მეტი. რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, მხარდამჭერთა საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით, 80%-ია.
ქვეყანაში მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობა რჩება. გამოკითხულთა 47% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. ხოლო, 24% მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ეკონომიკური კრიზისია. ტერიტორიულ მთლიანობას 9%, ხოლო სოციალურ პრობლემებს 3% ასახელებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა ასეთი კითხვაც დასვა: „შეაფასეთ საქართველოში მოქმედი ინსტიტუციების მუშაობა” დადებითი პასუხები ასე გადანაწილდა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია - 88%, ჯარი - 86 %. შემდეგ ადგილზე 74%-ით ქართული მედიაა. პოლიცია მეოთხე ადგილზეა (59%). ხოლო მეხუთეზე, 55%-ით საქართველოს პრეზიდენტის ოფისი გავიდა.
რაც შეეხება უარყოფით პასუხებს, გამოკითხულთა 70% საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობას ასახელებს, ხოლო, 71% პოლიტიკური პარტიების მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები






