პეტერბურგის მეტროსადგურებში ორივე ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა დატოვა
მსოფლიო - 18:19, 04 Apr, 2017     4822
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტი იმ პირმა განახორციელა, რომელმაც მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“ ბომბი დატოვა.


„გენეტიკურმა ექსპერტიზამ და სათვალთავლო კამერებმა გამომძიებლებს იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ „ამბოხების მოედანზე“ ბომბი იმ მამაკაცმა დატოვა, რომელმაც ვაგონში აფეთქება მოაწყო“ - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმცია, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის შემსრულებელი 1995 წელს ყირგიზეთში დაბადებული, 22 წლის რუსეთის მოქალაქე, აკბარჟონ ჯალილოვია.

რამდენიმე საათის წინ, უწყების სპეციალურმა წარმომადგენლმა სვეტლანა პეტრონკომ განაცხადა, რომ ნაპოვნია იმ პირის ცხედარი, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში სავარაუდოდ აფეთქება განახორციელა.

მისი თქმით, მამაკაცის ვინაობა დადგენილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, მოსკოვის დროით 14:30-ზე სანკტ პეტერბურგის მეტროსადგურებს "Сенная площадь" და "Технологический институт-2"-ს შორის აფეთქება მოძრავ მატარებელში მოხდა, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა , 51 კი დაშავდა.

მოგვიანებით, პოლიციამ მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“ აუფეთქებელი ბომბი იპოვა.

რუსეთის ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ მეტროში მომხდარი აფეთქების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42