როგორც Worldnewsdailyreport-ი წერს, 51 წლის ჯეიმს რობინსოსი, გასულ თვეს ციყვების სისტემატიური თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
ციყვები ჯეიმსს 10-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს და მას ორი თითიც მოაჭამეს.
როგორც გამოცემა წერს, მამაკაცი ვერ ვხდებოდა, რატომ ერჩოდნენ მას ციყვები, სანამ ერთერთი თავდასხმის დროს სახლის უკან ყოფილი შეყვარებული დაინახა.
მისი თქმით, ჯენისი წარსულში ცირკში ცხოველების მწვრთნელი იყო , შესაბამისად, ეჭვი გაუჩნდა, რომ აგრესიული ცხოველები მისი ყოფილი შეყვარებულის გაწვრთნილები იყვნენ და მას პოლიციაში უჩივლა.
ჯენისის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ათეულობით გალია და რობინსოსის ფოტოებიც აღმოაჩინეს.
დეტროიტის პოლიციის ხელმღვანელის თქმით, ჯენის სმიტმა აღიარა, რომ ყოფილ შეყვარებულზე ციყვებით თავდასხმაზე პასუხისმგებელი იყო.
ჯენისის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მათი კლიენტს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
P.S. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი, რომლის მიხედვითაც მასალა მომზადდა, ხშირად აქვეყნებს ხოლმე სახალისო მასალებსა და "ბოროტ ხუმრობებს", ამიტომაც, შესაძლოა აღნიშნული მასალა უბრალოდ ხუმრობა იყოს.
ჩვენ კი მოგვეწონა :)
მასალის გამოყენების პირობები






