„ცინიკური და დამცინავი“ - ლავროვი სანკტ-პეტერბურგის ტერაქტზე საუბრისას მედიას აკრიტიკებს
მსოფლიო - 15:44, 04 Apr, 2017     4994

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სანკტ-პეტერბურგში გუშინ მომხდარი ტერაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან მედიის მიმოხილვას იმის შესახებ, რომ ტერაქტი სანკტ-პეტერბურგის მეტროში არის შურისძიება მოსკოვის ქმედებების გამო სირიაში, ცინიკური და დამცინავი უწოდა.

ლავროვის განცხადებით ტერორისტებსა და ტერორიზმს ეროვნება არ გააჩნია:

„დაუშვებელია კავშირის ძიება ადამიანის წარმოშობასა და მის რელიგიურ მისწრაფებებს შორის. ტერორიზმი - ეს არის დანაშაული მთელი კაცობრიობისა და ყველა რელიგიის წინააღმდეგ. სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ იმის განხილვა, რომ ტერაქტი, ეს არის სირიაში ჩვენი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული შურისძიება, ცინიკური და დამცინავია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, მოსკოვის დროით 14:30-ზე სანკტ პეტერბურგის მეტროსადგურებს "Сенная площадь" და "Технологический институт-2"-ს შორის აფეთქება მოძრავ მატარებელში მოხდა, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა , 51 კი დაშავდა.

მოგვიანებით, პოლიციამ მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“ აუფეთქებელი ბომბი იპოვა.

ამასთანავე ცნობილი ხდება რომ საგამოძიებო ორგანომ ძებნა გამოაცხადა ორ პირზე. ერთი, რომელმაც ვაგონში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა და მეორე, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის კიდევ ერთ მეტროსადგურში დატოვა ბომბი, რომელიც საბოლოოდ არ აფეთქდა.

რუსეთის ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ მეტროში მომხდარი აფეთქების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42