მელანია ტრამპი ოფიციალურ პორტრეტზე 25 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით პოზირებს (ფოტო)
მსოფლიო - 13:11, 04 Apr, 2017     21182
თეთრმა სახლმა ვებგვერდზე პირველი ლედის ბიოგრაფია და ოფიციალური პორტრეტი გაავრცელა.


46 წლის მელანია ტრამპის პორტრეტი თეთრ სახლშია გადაღებული.

ფოტოს, ფოტოგრაფის ან პირველი ლედის ჩაცმულობის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო ამერიკელ ხალხს პირველი ლედის რანგში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“ - ახლავს ფოტოს მელანიას განცხადება.

მელანია ტრამპის ფოტო უკვე შეადარეს პრეზიდენტ ჯონ კუინსი ადამსის მეუღლის, ლუისა ადამსის ოფიციალურ პორტრეტს. რა თქმა უნდა იხსენებენ მიშელ ობამას ფოტოს.

მელანია ტრამპის ოფიციალურმა პორტრეტმა კრიტიკაც გამოიწვია, მისი ძვირადღირებული ბეჭდების გამო. მელანიას 25 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი უკეთია, რომლის ღირებულებაც 1.2 მილიონ დოლარს შეადგენს და რომელიც დონალდ ტრამპმა ქორწინების მე-10 წლისთავზე აჩუქა. მეორე ხელზე კი ნიშნობის ბეჭედი უკეთია - 13 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდის ღირებულება 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის პირველი ლედი არა ვაშინგტონში, არამედ ნიუ იორკში ცხოვრობს 10 წლის შვილთან ერთად და როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, მას შემდეგ რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა და მელანია თეთრ სახლში საცხოვრებლად არ გადავიდა, ყურადღების მიღმა დარჩა.

აშშ-ის პირველი ლედის თქმით, ის და ბარონი თეთრ სახლში საცხოვრებლად სასწავლო წლის დასრულების შემდეგ გადავლენ.

მელანია კნაუსი 1970 წელს ჯერ კიდევ სოციალისტურ იუგოსლავიაში, დღევანდელი სლოვენიის ტერიტორიაზე დაიბადა.სკოლის დამთავრების შემდეგ მელანიამ ლიუბლიანას უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ მალევე მიატოვა, სამოდელი კარიერის გამო 16 წლის ასაკში მილანში გადავიდა საცხოვრებლად.

დონალდ ტრამპმა და მელანიამ ერთმანეთი 1999 წელს, ნიუ-იორკში, მოდის კვირეულის მიმდინარეობისას ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს, სადაც დონალდ ტრამპი მეგობარ ქალთან ერთად მივიდა. მიუხედავად ამისა, დონალდმა მელანიას ნომერი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მიზნის მისაღწევად ტრამპმა საკუთარი სამოდელო სააგენტო და სილამაზის კონკურსი "მის სამყარო" გამოიყენა. რამდენიმე თვის შემდეგ მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო.

მელანიას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ჟურნალმა GQ, რომლისთვისაც შიშველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ისინი 2005 წელს დაქორწინდნენ. მელანიას ქორწილში დიორის $100 000-იანი კაბა ეცვა.

2006 წელს წყვილს ვაჟი, ბარონ უილიამ ტრამპი შეეძინა, რომელიც დონალდ ტრამპისთვის მეხუთე შვილია. ქორწინების შემდეგ მელანიამ სამოდელო კარიერას თავი დაანება და სამკაულის საკუთარი ხაზი შექმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42