თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი იმყოფება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:58, 04 Apr, 2017     1222
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის,“ რომელიც 4-დან 7 აპრილის ჩათვლით საქართველოში იმართება, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრება.

დღეს, 4 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალიბ რიფაის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდება.

დღესვე, 17.00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის „ეთიკის კოდექსის“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

კონფერენციას 5 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი მიმართავენ.

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში გახანგრძლივების შესახებ, განიხილავენ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციას და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. იგეგმება ასევე მსჯელობა კლიმატის ცვლილებების საკითხის შესახებ. ამასთან, შეხვედრაზე განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს სამთო კურორტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ გამოწვევებს, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და მარკეტინგულ სფეროებს უკავშირდება.

კონფერენციის ფარგლებში დელეგატები იმსჯელებენ სამთო კურორტების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა სამთო ტურიზმის სფეროში და გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ „სამთო ტურიზმის კულტურის“ განვითარების პერსპექტივებს და ინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების საკითებს.

საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს. ღონისძიების ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას ხელი გიორგი ჩოგოვაძემ და ტალიბ რიფაიმ ლონდონში 2016 წელს მოაწერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42