რომან პოლანსკიმ შეერთებულ შტატებში მორიგი სასამართლო პროცესი წააგო. რეჟისორი მის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმეზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დახურვას მოითხოვდა, თუმცა ლოს ანჯელესის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
რომან პოლანსკის არასრულწლოვან მოდელთან სექსუალური კავშირი ბრალდება, რომელიც მან 1977 წელს ჩაიდინა.
რომან პოლანსკი ერთ-რთი ტიტულოვანი რეჟისორია ჰოლივუდის ისტორიაში. იგი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „პიანისტი“, „მაკბეტი“, „ჩაინათაუნი“, „როზმარის ჩვილი“, "ტესი".
პოლანსკის ფილმები „ოსკარებზე“ 27-ჯერ იყო ნომინირებული. ფილმმა „როზმარის ჩვილი“ ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა, ეს ფილმი 2 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ფილმმა „ჩაინათაუნმაც“ აიღო ოსკარი, ეს ფილმი 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, პოლანსკი ცნობილია ფილმისთვის „ტესი“, ფილმი 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და 3 ოსკარი მოიპოვა.
განსაკუთრებით ცნობილი პოლანსკი დრამისთვის „პიანისტი“ გახდა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე 7 ნომინაციაში იყო წარდგენილი და მან 3 ოსკარი მოიპოვა,საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიებში. ფილმში მთავარ როლს ედრიან ბროუდი ასრულებს.
1969 წლის 8 აგვისტოს, რომან პოლანსკის საცხოვრებელ სახლში ლოს ანჯელესში ცნობილი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი შეიჭრა, რომელმაც პოლანსკის 26 წლის ფეხმძიმე მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი მოკლა.
ჩარლზ მენსონმა საბოლოო ჯამში შვიდი ადამიანი მოკლა, მენსონს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რაც 1972 წელს სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. მენსონი დღემდე ციხეშია, სადაც სამი წლის წინ 25 წლის თაყვანისმცემელზე, ეფტონ ბარტონზე იქორწინა.
მასალის გამოყენების პირობები






