შეგახსენებთ, გუშინ, მოსკოვის დროით 14:30-ზე სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურებს "Сенная площадь" და "Технологический институт-2"-ს შორის აფეთქება მოძრავ მატარებელში მოხდა.
მოგვიანებით, პოლიციამ მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“ აუფეთქებელი ბომბი იპოვა.
სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის სავარუდო შემსრულებლად 1995 წელს ყირგიზეთში დაბადებული რუსეთის მოქალაქე, აკბარჟონ დჟალილოვი დასახელდა.
ამასთანავე ცნობილი ხდება რომ საგამოძიებო ორგანომ ძებნა გამოაცხადა ორ პირზე. ერთი, რომელმაც ვაგონში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა და მეორე, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის კიდევ ერთ მეტროსადგურში დატოვა ბომბი, რომელიც საბოლოოდ არ აფეთქდა.
რუსეთის ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ მეტროში მომხდარი აფეთქების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






