დედაქალაქის ქუჩებსა და პარკებში უფასო ელექტრონული წიგნები „საბასგან“ უკვე ხელმისაწვდომია
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:42, 04 Apr, 2017     1694

პროექტის „ქალაქი ბიბლიოთეკა“ განხორციელება დაიწყო - დედაქალაქის 20 ქუჩასა და 6 პარკში უფასო ელექტრონული წიგნები „საბასგან“ უკვე ხელმისაწვდომია.

უკვე შესაძლებელია უფასო წიგნების ჩამოტვირთვა ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირებზე, გიორგი ლეონიძის, ივანე მაჩაბლის, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებზე, სულ 20 ქუჩაზე ქალაქის მასშტაბით, რომლებსაც მალე კიდევ 30 მწერლის სახელობის ქუჩა დაემატება.

ამ ქუჩებზე დამონტაჟებულ ქუჩის მანიშნებლებზე დატანილი QR კოდების საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩამოტვირთოთ იმ მწერლის ლიტერატურა, რომლის სახელობის ქუჩაზეც დგახართ.

მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა იქნება ასევე უფასოდ ხელმისაწვდომი ქალაქის ბაღებსა და სკვერებში. უკვე დამოტაჟდა „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკები დედა ენის ბაღში, რიყის პარკში, გეგეშიძის ბაღში, მზიურსა და ჯანო კახიძის პარკში. პარკებში დამოტაჟებულ სტენდებზე „საბა“ მრავალფეროვან ლიტერატურულ არჩევანს გთავაზობთ.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს „ქალაქი ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახორციელებს. სულ პროექტის ფარგლებში 300-მდე სტენდი დაიდგმება. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს. გარდა ამისა, ეს პროექტი ასობით ელექტრონული წიგნს უფასოდ ხელმიწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის.

ჩამოტვირთვის პროცედურა მარტივია. ტელეფონის QR კოდთან მიახლოებით წიგნი თქვენს სმარტფონში გადმოინაცვლებს და მის წაკითხვას აპლიკაცია SABA READER-ის საშუალებით ნებისმიერ ადგილზე და სიტუაციაში შეძლებთ.

გარდა მწერლების სახელობის ქუჩებისა, ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 12 პარკში დაიდგმება. ქუჩების და პარკების შემდეგ კი, ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც შეაღწევს - ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დადგმა მეტროს ყველა სადგურზეა დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42