სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ მეტროში მომხდარი აფეთქების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, გუშინ, მოსკოვის დროით 14:30-ზე სანკტ პეტერბურგის მეტროსადგურებს "Сенная площадь" და "Технологический институт-2"-ს შორის აფეთქება მოძრავ მატარებელში მოხდა, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვეროლა 47-მდე კი დაშავდა.
მოგვიანებით, პოლიციამ მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“ აუფეთქებელი ბომბი იპოვა.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.
ამასთანავე ცნობილი ხდება რომ საგამოძიებო ორგანომ ძებნა გამოაცხადა ორ პირზე. ერთი, რომელმაც ვაგონში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა და მეორე, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის კიდევ ერთ მეტროსადგურში დატოვა ბომბი, რომელიც საბოლოოდ არ აფეთქდა.
რუსეთის ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
მასალის გამოყენების პირობები






