"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სანკ-პეტერბურგის მეტროს აფეთქება შეეხო. ასევე, ჩემი თანაგრძნობა მათ ახლობლებსა და რუს ხალხს" - წერს იენს სტოლტენბერგი
დაზუსტებული მონაცემებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 , ხოლო დაშავდა 20 ადამიანი.
აფეთქება, მეტროსადგურ “ტექნოლოგიური ინსტიტუტსა" და „სენის მოედანს" შორის, მიმავალი მატარებლის ვაგონში მოხდა. აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება გახდა.
მეტროში მომხდარ აფეთებას ტერაქტი უწოდა რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრე კურენოიმ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ "განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი."
რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქებას მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. დაშავებულია 50-მდე ადამიანი.
ინციდენტის ამსახველი ფოტო-ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს რუსეთის მთავრობა 2.025 მილიონ რუბლის გადაუხდის.
სანკტ-პეტერბუგში, პოლიციამ კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა, მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე," რომელიც დეაქტივირებული აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






