„პროკურორები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავიდან აიცილონ მომავალშ მსგავსის განმეორება და რათა ყველა ის მომენტი დააზუსტონ, რომლებმაც ხელი შეუწყო ტერაქტის განხორციელებას" - განაცხადა ალექსანდრე კურენოიმ.
შეგახსენებთ, სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქება დღეს მოხდა.
აფეთქება, მეტროსადგურ “ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან" და „სენის მოედანზე" მიმავალი მატარებლის ვაგონში მოხდა. აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება გახდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქებას მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. დაშავებულია 50-მდე ადამიანი.
ინციდენტის ამსახველი ფოტო-ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. მისი თქმით, მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი.
ცნობილი გახდა ისიც, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს რუსეთის მთავრობა 2.025 მილიონ რუბლის გადაუხდის.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, სანკტ-პეტერბუგში, პოლიციამ კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა, მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“. ამ დროისთვის დახურულია ყველა მეტროსადგური.
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე დახურულია „პულკოვოს“ აეროპორტიც.
მასალის გამოყენების პირობები






