რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ თქვენს სახლში მოჩვენება ცხოვრობს
ეს საინტერესოა - 17:58, 03 Apr, 2017     16553

გესმით ნაბიჯების ხმა მაშინ, როდესაც სახლში არავინაა, კარები მოულოდნელად იხურება, ყოველდღიურად გამოსაყენებელი ნივთები იკარგება და მოულოდნელად ჩნდება. სამზარეულოში შუქი თავისით ირთვება, სახლში უცნაური არომატი დგას, ისმის უცნაური ხმების ექო, არის თუ არა ეს მოვლენები ჩვეულებრივი საკითხი, თუ ეს ყველაფერი პარანორმალურ მოვლენაზე მიუთითებს?

ნამდვილი მოჩვენება თუ სული იშვიათი მოვლენაა, საკმაოდ რთულია ამა თუ იმ მოვლენისთვის ამ სტატუსის მინიჭება.

თუ ეძებთ იმის მტკიცებულებას, რომ თქვენს სახლში მოჩვენება არსებობს, გაითვალისწინეთ შემდეგი ნიშნები:

ტიპური ნიშნები

ყველა მოჩვენებას ერთი და იგივე მიზანი არ აქვს, ისინი შესაძლოა გაჩნდნენ სხვადასხვა მიზეზით.

უცნაური ხმები - ნაბიჯები, კაკუნი, რაიმეც გაფხაჭვნის ხმა, რაღაც ნივთის დაგდების ხმა. ხანდახან შესაძლოა ეს ხმები შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ ზოგჯერ ეს ხმები შესაძლოა მკვეთრად ისმოდეს,

კარები, კარადები და კომოდები ტავისით იღება - ხშირად ეს მოვლენები შეუმჩნეველი არ რჩება. სახლის მაცხოვრებლები ხშირად ადევნებენ თვალს ამ მოვლენებს, შესაძლოა ავეჯი გადაადგილდეს კიდეც.

შიქის ჩართვა-გამორთვა. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ეს შესაძლოა ტელევიზორის შემთხვევაშიც მოხდეს, ასევე სხვა ელექტრო მოწყობილობის შემთხვევაშიც.

ნივთები ქრებიან და კვლავ ჩნდებიან. ეს საკმაოდ ხშირი მოვლენაა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ესა თუ ის ნივთი საიდანაც ქრება, გარკვეული დროის შემდეგ იმავე ადგილზე ჩნდება.

ძლიერი ნიშნები:

მსუბუქი ფსიქიკური აშლილობა. ერთია როცა კარის გაღება-დახურვის ხმა ისმის, მაგრამ ამ მოვლენის დანახვა სრულებით სხვა არის. ასევეა შუქის ანთება-ჩაქრობის თვალყურისდევნება, ხედავთ რომ ტელევიზორი ან რადიო თავისით ირთვება? შესაძლოა შეამჩნიოთ ისიც რომ ბავშვის რომელიმე ელექტრო სათამაშო თავისით იწყებს მოქმედებას, ადამიანები ასევე ჩივიან, მაშნ, როდესაც ისინი ლოგინში წვანან, გრძნობენ, რომ მათ საწოლზე რაღაც/ვიღაც ზის.

შეხების გრძნობა - მსგავსი გრძნობა საკმაოდ დიდი შეშფოთებას იწვევს. ადამიანები ამბობენ, რომ ისინი ხანდახან გრძნობენ თავზე ან მხარზე ხელის მტევნის მსუბუქ შეხებას. ასევე გრძნობენ ხელის მსუბუქად კვრასაც.

ყვირილი და ჩურჩული - ხანდახან წარმოიქმნება ჩახშული ხმები, ჩურჩული და ტირილი. ხანდახან ეს არის მუსიკაც კი. ეს არის ერთ-ერთი მტკიცე ნიშანი იმისა, რომ სახლში მოჩვენებაა.

ცხელი ან ცივი წერტილები - ნებისმიერი შემთხვევა ტემპერატურის მოულოდნელი და უმიზეზო ცვლილებისა შესაძლოა მოჩვენების არსებობას მიანიშნებდეს.

ამოუხსნელი სუნები - სუნამოს არომატი, რომელიც თქვენ არ გაქვთ, მისი არსებობის შემთხვევა შესაძლოა მოჩვენებისკენ მიანიშნებდეს. ეს მოვლენა შესაძლოა მოულოდნელად გაჩნდეს და ასევე მოულოდნელად გაჩნდეს. სუნი შესაძლოა იყოს სასიამოვნო ან პირიქით.

ნიშნები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დახმარება უნდა ითხოვოთ

მსგავსი ნიშნები პოლტერგეისტის არსებობას მიანიშნებენ:

მოძრავი ან მბრუნავი ობიექტები - მაგიდიდან ცვივა თეფშები, სურათი კედლიდან ვარდება, კარები იკეტება დიდი ძალით, ავეჯი ყირავდება.

ფიზიკური თავდასხმა - ნაკაწრები, ჩალურჯებები და ძლიერი ხელისკვრა. მსგავსი შემთხვევები იშვიათია, თუმცა ნამდვილად ფიქსირდება.

სხვა მტკიცებულებები: აუხსნელი წერილი ქაღალდზე ან კედელზე, ხელის გულისა და ფეხის გულის ანაბეჭდები.

განსაკუთრებული ნიშნები: თვალისთვის აღსაქმელი გამოსახულება ადამიანისა. ეს გამოსახულება შესაძლოა კვამლითმოსილი იყოს და გასარცევად რთული, მაგრამ ნამდვილად შემაძრწუნებელი. მსგავსი გამოსახულება შესაძლოა წამის მეასედში გაჩნდეს და ასევე სწრაფად გაქრეს.

სხვადასხვა კვლევები მოჩვენებების არსებობას ადასტურებენ, შესაბამისად, ჩამოთვლილი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მათ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42