ზოგიერთი რამ, რაც შეიძლება Homeland-ის შესახებ არ იცოდით
ეს საინტერესოა - 17:04, 03 Apr, 2017     10023
სერიალ Homeland-ს საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
თუმცა, ყველამ არ იცის, იმისთვის, რომ კერის როლის შემსრულებელი კლერ დეინსი როლისთვის მომზადებულიყო კონსულტაციებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრებთან გადიოდა, ამასთანავე ის უყურებდა ვიდეოებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობა სჭირთ და კონსულტაცია გაიარა ავტორთან ჯული ფასტთან, რომელსაც იგივე დიაგნოზი აქვს.






სერიალის ქუდში გამოყენებული ფოტოები, რომელიც მთავარი გმირის ბავშვობას ასახავს ნამდვილად კლერ დეინსის ბავშვობის ფოტოებია.



სერიალის სცენარისტ-პროდიუსერმა ჰორვარდ გორდონმა 2012 წელს New York Times-სთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მიმართავს ჯესიკა (მორენა ბაკარინი) თავის მეუღლეს გვარით „ბროუდი“ და არა სახელით „ნიკოლასი“ . მისი თქმით ეს სამხედრო მოსამსახურეების ოჯახში არცთუ იშვიათი პრაქტიკაა.

დემიენ ლუისი როლზე სინჯების გავლის გარეშე დაამტკიცეს, პროდიუსერები იმდენად აღფრთოვანებული იყვნენ მისი თამაშით Keane-ში, რომ მას როლი სატელეფონო ზარით შესთავაზეს.

Homeland-ი ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას საყვარელი სერიალია.

კერის როლზე ჰოლი ბერიც განიხილებოდა, ჯესიკას როლზე კი ლორა ფრეიზერი. თუმცა ახლა სერიალის თაყვანისმცემლებისთვის წარმოუდგენელია, რომ ამ როლში სხვა ყოფილიყო

სერიალის მე-5 სეზონი ამერიკული სერიალების ისტორიაში შევიდა, როგორც მთლიანად სხვა ქვეყანაში, კერძოდ გერმანიაში გადაღებული.

ბროუდის როლის შემსრულებლად კაილ ჩანდლერიც განიხილებოდა, თუმცა მან ამ როლზე უარი თქვა.

იმის მიუხედავად რომ დემიენ ლუისი ბრიტანელი მსახიობია, ის ხშირად ასრულებს ამერიკელი ჯარისჯაცების როლს, მათ შორის „სამშობლოში“-ც ის ამერიკელი საზღვაო ქვეითია.

სერიალის ქუდში ამერიკის 5 პრეზიდენტის ხმა ისმის, რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუში უფროსის, ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუში უმცროსის და ბარაკ ობამას.

სერიალი „სამშობლო“ არ ყოფილა პირველი ერთობლივი ნამუშევარი მენდი პატინკინისა და მურეი აბრაჰამისთვის, ისინი ერთად 1978 წელს გამოსულ ფილმში The Big Fix-ში მონაწილეობდნენ.

სერიალში შეცდომაცაა, ბროუდი მაშინ ლოცულობს როცა მზე ამოდის, ისლამში კი დილის ლოცვა მზის ამოსვლამდე უნდა დასრულდეს, შემდეგი ლოცვა კი შუადღესაა.

სერიალის ქუდში ჩანს ლაბირინთი, სადაც კერი მეტისონი და სერჟანტი ბროუდი დგანან. ისინი 2001 წლის 11 სექტემბერს არ მომკვდარან, მაგრამ მათი ცხოვრებაც 11 სექტემბერმა და მისგან გამომდინარე პროცესებმა იმსხვერპლა და სწორედ ამიტომაც აღმოჩნდნენ ლაბირინთში.

სერიალის თქყვანისმცემლები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ იმ ფაქტს, რომ ბავშვი, რომელიც კერის შვილის ფრენის როლს ასრულებს ძალიან ჰგავს თავის ეკრანულ მამას, ბროუდის როლის შემსრულებელ დემიენ ლუისს.

2-3 წლის ფრენის როლს ორი გოგონა ასრულებს, ისინი ტყუპები არიან კლერ და მაკკენა კეინები, იმის გამო რომ ტყუპი დები ერთმანეთს ძალიან გვანან, შეუძლებელია გარჩევა რომელ ეპიზოდში რომელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42