„ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კვლევაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეების ნახევარი ფიქრობს, რომ მოქალაქეები თავიანთი უფლებების დასაცავად უნდა იბრძოდნენ, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47% უჭერს მხარს მოსაზრებას, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დაიცვას თავისი უფლებები ისე, რომ არ გაითვალისწინოს სახელმწიფოს ინტერესები. 13 % დარწმუნებულია, რომ პირადი უფლებები ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფოსი.
გამოკითხულთა 24% პროცენტი მიიჩნევს, რომ ხანდახან ქვეყნის ინტერესის გამო შეიძლება პირად ინტერესზე უარი თქვას, 10 % კი სახელმწიფო ინტერესს ყოველთვის უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე პირადს.
რესპონდენტებს სთხოვეს საკუთარი პასუხები აეხსნათ. გამოკითხვის თანახმად, 11 წლის განმავლობაში რუსებს შორის პოპულარობა მოიპოა იდეამ „სახელმწიფო ცოტას გვაძლევს, მაგრამ შეიძლება მეტის მოთხოვნაც - ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 31% ემხრობა, მაშინ როცა 2006 წელს აღნიშნულს 15 % ემხრობოდა.
.იგივე რაოდენობა 31 % დაეთანხმა მოსაზრებას „სახელმწიფო იმდენად ცოტას გვაძლევს, რომ მის მიმართ არავითარი ვალდებულება არ გვაქვს“.
კიდევ 19 % მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალქეებმა „სახელმწიფო უნდა აიძულომ ადამიანების ინტერესებს ემსახუროს“, 11 % კი მიიჩნევს, რომ „სახელმწიფომ ყველაფერი მოგვცა, არავის აქვს უფლება მას კიდევ რაიმე მოსთხოვოს“.
შეგახსენებთ, გასულ კვირას მოსკოვის ცენტრში დაახლოებით 40 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც კორუფციის წინააღმდეგ თავიანთი პოზიცია გამოხატეს. აღნიშნულ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე კი ანტიკორუფციულ აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ქვეყნის მასშატბით. პოსტსაბჭოთა რუსეთში ეს ყველაზე მასობრივი დაკავებები აღმოჩნდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანტიკორუფციულ პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მან შეიძლება ქვეყანა გადატრიალებამდე მიიყვანოს „არაბული გაზაფხულის“ მსგავსად.
მასალის გამოყენების პირობები






