ელექტრონული მუსიკის ინსტუმენტების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი, ადამიანი, რომელმაც მთლიანად შეცვალა 70-იანი და განსაკუთრებით კი 80-იანი წლების მუსიკალური ჟღერადობა, პირველი დრამ-სინთეზატორის გამომგონებელი იკუტარო კაკეჰაში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იკუტარო კაკეჰაშმა 1972 წელს დააარსა კომპანია Roland Corporation, რომელმაც მაშინდელი პოპ-მუსიკის ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა. კომპანიის მიერ გამოშვებულმა პირველმა დრამ-სინთეზატორმა Roland Tr-808-მ უდიდესი წვლილი შეიტანა ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის ჟღერადობის განვითარებაში.
Tr-808 დღემდე აქტიურად გამოიყენება, ჰიპ-პოპ, ელექტრო, მინიმალ-ტექნო და სხვა სახის ელექტრონული მუსიკოს შექმნაში. Tr-808-ს მომღერალი პრინცით, მარვინ გეით დაწყებული, თანამდეროვე რეპერებით დამთავრებული უამრავი მუსიკოსი იყენებდა.
იკუტარო კაკეჰაშმა 2013 წელს გრემიც მიიღო, მუსიკალური ტექნოლოგიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






