სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათისთვის, საპარლამენტო არჩევნებში მომაწილეობა ამომრჩეველთა 50,83 პროცენტმა (1 317 936 ადამიანი) უკვე მიიღო. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღცევნები უკვე ჩატარებულად ითვლება.
სომხეთის სომხეთში პროპორციული სისტემით არჩევნები პირველად იმართება და ასევე პირველი იქნება საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემდეგ, რომელიც მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს: მმართველი „რესპუბლიკური პარტია“, პარტია „სომხური აღორძინება“, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკ ცუტუნი“, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და სომხეთის „კომუნისტური პარტია“. არჩევნებში ასევე ოთხი ბლოკი მონაწილეობს: ბლოკი „ცარუკიანი“, ბლოკი „გამოსავალი“, ბლოკი „ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი“ და ბლოკი „კონგრესი - ნპა“.
მასალის გამოყენების პირობები






