შსს-მ 97 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო
სამართალი - 11:11, 05 Jun, 2013     623

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი: 1967 წელს დაბადებული მირიან ლ, 1989 წელს დაბადებული შავლეგ ფ. და 1968 წელს დაბადებული მიხეილ ა. დააკავეს.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამტრედიის რაიონის სოფელ მიწაბოგირაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიხეილ გ. და მასთან ერთად მყოფი მირიან ლ. დააკავეს. მირიან ლ-ს პირადი ჩხრეკისას – 14 აბი, მიხეილ გ-ს პირადი ჩხრეკისას – 3 აბი და 2 ნატეხი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას 30 აბი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“-ს შემცველი პრეპარატი „სუბოქსინი“ ამოიღეს.


დანაშაულში ბრალდებული მესამე პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. შავლეგ ფ–ს პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი" ამოიღეს.


გამოძიება მირიან ლ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით), ხოლო შავლეგ ფ-სა და მიხეილ გ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42