სოციალურ ქსელში ბრედ პიტის ახალი ფოტოები გავრცელდა
ეს საინტერესოა - 17:41, 01 Apr, 2017     13993
სკანდალური და მოულოდნელი განქორწინების, ბრალდებების შემდეგ, ბრედ პიტი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება. ამჯერად 53 წლის მსახიობი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში დააფიქსირეს.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ბრედ პიტი წონაში საგრძნობლად გამხდარია. როგორც ტაბლოიდები წერენ, როგორც ჩანს, განქორწინების პროცესი და ბავშვების საკითხის მოგვარება მსახიობისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რაც მიც ვიზუალზეც აისახა. ტაბლოიდების ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ბრედი სავარაუდოდ ახალ როლზე მუშაობს და მისი წონაში კლებაც, ამით არის გამოწვეული.

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ურთიერთობის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანვე ბავშვები დასახელდა. კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო.

გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი გაარტყა.

თუმცა, FBI-მ და ბავშვთა და ოჯახის საკითხებზე ლოს ანჯელესის სოციალურმა დეპარტამენტმა გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და მსახიობის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების თანახმად, ბავშვები დედასთან იცხოვრებენ, პიტი კი მათ ”თერაპევტული ვიზიტებით” ეწვევა.

გავრცელებული ცნობით, ბრედპიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.

წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.

თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)

ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42