მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიოს.
სომხეთში პროპორციული სისტემით არჩევნები პირველად იმართება და ასევე პირველი იქნება საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემდეგ, რომელიც მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს: მმართველი „რესპუბლიკური პარტია“, პარტია „სომხური აღორძინება“, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკ ცუტუნი“, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და სომხეთის „კომუნისტური პარტია“. არჩევნებში ასევე ოთხი ბლოკი მონაწილეობს: ბლოკი „ცარუკიანი“, ბლოკი „გამოსავალი“, ბლოკი „ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი“ და ბლოკი „კონგრესი - ნპა“.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს პოლიტიკური კარიერის გახანგრძლივება სურს და მომავალ წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ძალაუფლების შენარჩუნებას უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში შეეცდება. ამიტომ, ექსპერტების აზრით, მმართველი გუნდისთვის ხვალინდელ არჩევნებში გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მასალის გამოყენების პირობები






