„ვთვლი, რომ პრეზენტაცია წარმატებით შედგა; ახალგაზრდებმა ჩემს ლექსებზე შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს, რამაც უფრო გაალამაზა ღონისძიება. წიგნების გამოცემაში დამეხმარა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მის ხელმძღვანელებს – ბატონ ალექსი ფილფანს და დავით ხახუტაშვილს“ – განაცხადა ნელი თედეიშვილმა.
„დღევანდელი დღე ჩემთვის იყო ზეიმი! ნელი თედეიშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონია, დიდი სიამოვნებით მივიღეთ მისი მოწვევა ამ ღონისძიებაზე, ჩამოვედით და სამახსოვრო ჯილდოც გადავეცით“ – აღნიშნა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალრმა – მზია ხეთაგურმა.
ნელი თედეიშვილი უკვე ხუთი საავტორო კრებულის (მათ შორის ორი – საბავშვო) ავტორია. იგი ამჟამად ყვარლის რაიონის სოფ. კუჭატანის საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობს და პარალელურად აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა.



მასალის გამოყენების პირობები






