მითების თანახმად, პლანეტა „ნიბირუზე“ ცხოვრობენ ღვთაებები - ანნუნაკები. მათ შექმნეს კაცობრიობა და მამავალში გაანადგურებენ მას. „ნიბირუ“ შუმერულ ენაზე „გადაკვეთის ადგილს“ ნიშნავს.
ამ აპოკალიფტური მითიდან გამომდინარე, მეცნიერთა ერთი ნაწილი დიდი ხანია ცდილობს პლანეტის ადგილმდებარეობის დადგენას. ამგვარი „შეჯიბრი“ ამჟამადაც მიმდინარეობს. თუმცა, ასტრონომთა მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ეს პლანეტა შეუძლებელია არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მრავალ არასტაბილურ ვითარებას შექმნიდა მზის სისტემის მიმდებარე სივრცეში.
გასულ კვირას გავრცელდა ინფომაცია, რომ ავსტრალიელმა ასტრონომებმა მზის სისტემის განაპირა სივრცეში აღმოაჩინეს ოთხი პლანეტარული ობიექტი, რომელთაგან ერთერთი შეიძლება „ნიბირუ“ იყოს. ამჟამად, ამ ობიექტებს „საიდინგ-საიდინგის“ ობსერვატორიაში აკვირდებიან.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მსგავსი განცხადება კიდევ ორმა მეცნიერმა, მაიკლ ბრაუნმა და კონსტანტინე ბატიგინმა გააკეთა. მათ განაცხადეს, რომ შესძლეს დაედგინათ „პლანეტა-X”-ის ადგილმდებარეობა. მათი თქმით, იგი 10-ჯერ უფრო მასიურია, ვიდრე დედამიწა და მზიდან 41 მილიარდ კილომეტრზე იმყოფება. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ „ნიბირუ“ მზის გარშემო ერთ ბრუნს 15 000 წელიწადში ერთხელ აკეთებს და სწორედ ამ ფაქტის გამოა გართულებული მისი ადგილმდებარეობისა და ტრაექტორიის დადგენა. მეცნიერები შუმერების აპოკალიფტურ მითს ეთანხმებიან - მათი მოსაზრებით, „ნიბირუს“ ორბიტა სხვა პლანეტების ორბიტებისგან 30 გრადუსიანი კუთხით არის დახრილი და ამ დახრამ, შესაძლოა, მისი მზის სისტემის სხვა პლანეტებთან შეჯახება გამოიწვიოს.
სწორედ ეს ფაქტი იწვევს მეცნიერთა და მოყვარულთა დიდ ინტერესს. არსებობს ასეთი „აპოკალიფტური თეორიაც“, რომელიც დევიდ მიდს ეკუთვნის - 2017 წელს, 5 ოქტომბერს „ნიბირუ“ მზეს დაფარავს, ხოლო რამდენიმე დღეში დედამიწას შეეჯახება.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი „აპოკალიფსი“, რომელიც სხვადასხვა ხალხთა მითებს ეფუძნება, 2003, 2012 და 2015 წლებშიც იყო „ნაწინასწარმეტყველები“.
წყარო: ტოპნიუს.რუ
მასალის გამოყენების პირობები






