ფლინის ადვოკატის, რობერტ კელნერის თქმით, გენერალ ფლინს სათქმელი ნამდვილად აქვს, თუმცა მისი „აღიარებითი ჩვენება დაცული უნდა იყოს.“
„საღ გონებაზე მყოფი არცერთი ადამიანი ასეთ პოლიტიზირებულ სიტუაციაში გარანტიის გარეშე ჩვენებას არ მისცემს“ - ნათქვამია იურისტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 13 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკლ ფლინი თანამდებინიდან გადადგა. საქმე ეხება მის ირგვლივ აგორებულ სკანდალს, რომლის მიხედვითაც, ფლინი ტრამპის პრეზიდენტობამდე, რუსეთის ფედერაციის ელჩს ესაუბრა და გააფრთხილა, რომ შეიძლებოდა, ობამას მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიეღო, თუმცა მას მომავალი პრეზიდენტი გააუქმებდა.
რუსეთის ელჩთან განხორციელებული ზარებით, ფლინს 1798 წელს მიღებული აქტის დარღვევას ედავებიან, რომლის თანახმადაც ამერიკის მოქალაქეებს , მათ ვისაც სათანადო უფლებამოსილება არ აქვთ მინიჭებული, ეკრძალებთ იმ უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა, რომელებიც პოზიციებთან წინააღმდეგობაში მოდიან.
თავად მაიკლ ფლინის განცხადებით, კისლიაკთან საუბრისას მას „ხაზი არ გადაუკვეთავს.“
თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე, Daily Caller -თან ინტერვიუში ფლინმა განაცხადა, რომ მას სანქციების საკითხები არ განუხილავს, არამედ ბარაკ ობამას მიერ აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ ისაუბრა, რაც მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით კიბერშეტევაში დაადანაშაულა.
„მე ვთქვი: ვიცი, რაც მოხდა. ჩვენ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გადავხდედავთ. მე არასოდეს მითქვამს - ჩვენ გადავხედავთ სანქციებს. მსგავსი არაფერი ყოფილა“ - განაცხადა ფლინმა.
მასალის გამოყენების პირობები






