ივანკა ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნება
მსოფლიო - 10:30, 30 Mar, 2017     1986
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილიივანკა ტრამპი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი გახდება და ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. ის დონალდ ტრამპის მრჩევლად დაინიშნება. თუმცა, აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვი ის ანაზღაურებას არ მიიღებს.


ივანკა რომ მამის მრჩეველი გახდებოდა, ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 20 მარტს გახდა.

მაშინ, ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ივანკას თეთრ სახლში საკუთარი სამუშაო კაბინეტი ექნება.

როგორც გამოცემა Politico ივანკას იურისტზე ჯეიმი გორელიკზე დაყრდნობით წერდა, პრეზიდენტის ქალიშვილს წვდომა ექნება საიდუმლო ინფორმაციაზე, ფაქტობრივად ის, პრეზიდენტის მრჩევლის როლს შეასრულებს, ხოლო მისი მთავარი ამოცანა იქნება მამის „თვალები და ყურები“ იყოს.

გავრცელებული ცნობით, ივანკას ოფისი თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში იქნება, სადაც ოვალური კაბინეტი მდებარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ივანკა ტრამპს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ზოგადად, აშშ-ის ხელისუფლებაში არაბითარ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს, მსოფლიო ლიდერებისა და მამამისის შეხვედრებს მუდმივად ესწრება, მათ შორის იყო მოლაპრაკებები კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.

მისი ადვოკატის თქმით, ივანკას თეთრ სახლში ყოფნა აშშ-ის კანონმდებლობას არ არღვევს და ნეპოტიზმის ნიშნებიც არ არის, რადაგნ ის ოფიციალურ თანამდებობაზე არ იმყოფება და არც ანაზღაურებას იღებს. ადვოკატის თქმით, ის მრჩევლის მოვალეობებს ნებაყოფლობით ასრულებს.

ცოტა ხნის წინ დიდი რეზონანსი მოჰყვა ტრამპის მიერ, მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე საკუთარი სიძის, ივანკას ქმრის , ბიზნესმენ ჯარედ კუშნერის დანიშვნას.

ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსები აცხადებნენ, რომ კუშნერს დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს.

35 წლის ჯერარდ კუშნერი მსხვილი ბიზნესმენია, რომელმაც დველოპერული იმპერია მამისგან მემკვიდრეობით მიიღო.

ითვლება, რომ ტრამპი სიძის შეხედულებებს დიდ პატივს სცემს და რჩევებსაც ითვალისწინებს.

კუშნერი ტრამპის წინასააწრჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმღვანელი იყო. მთავარ მრჩევლად დანიშვნის შემდეგ, ტრამპმა ჯერარდს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლპარაკებებშ ჩართვა დაავალა. ტრამპის თქმით, კუშნერი, მართლმადიდებელ ებრაულ ოჯახში გაიზარდა და აღნიშნულ რეგიონსა და ხალხს კარგად იცნობს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42