Daily Mail-მა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი “ჯამბაზ პრინცად“ მოიხსენია
მსოფლიო - 18:46, 29 Mar, 2017     11950
8 მარტს საქართველოს "სამეფო ოჯახის" წარმომადგენლები, მათ შორის დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი, კენსინგტონის სასახლეში იმყოფებოდნენ. ქართველ სტუმრებს გლოჩესტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უმასპინძლეს. "სამეფო ოჯახმა" გაერთიანებული სამეფოს მონარქს ელისაბედ II-ს საჩუქრად სამეფო ორდენის დიდი ყელსაბამი გადასცა, მისი სახელით კი "საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს უკერველი კვართის სამეფო ორდენიც" მიიღეს.


"სამეფო დელეგაციის" ვიზიტს ბრიტანული გამოცემა Daily Mail გამოეხმაურა.

სტატიის სათაურში დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი “ჯამბაზ პრინცად“ არის მოხსენიებული. (არ არის გამორიცხული, რომ ეს შეცდომაა და Clown Prince -ის ნაცვლად, Crown Prince უნდა იყოს).

როგორც გამოცემა წერს, სამეფო ოჯახების მიერ ერთმანეთისთვის საჩუქრების გადაცემა უცხო არ არის, თუმცა ორდნის გადაცემა დედოფლისთვის „უცნაურია“, რადგან ეწინააღმდეგება პროტოკოლოს, რომლის თანახმადაც, მსგავს საჩუქრებს დედოფალს სახელმწიფოების მეთაურები გადასცემენ.

„ტრადიციისამებრ, საჩუქარი სახელმწიფოს მეთაურისგან არ იყო მიმრთმეული, არამედ კრონპრინცის დავითის მიერ, რომელიც საქართველოს სამეფო ტახტზე პრეტენზიას აცხადებს. ქვეყანას კი 1810 წლიდან მონარქი არ ჰყავს“ - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში, დავიდ ბაგრატიონისა და „ფლეიბოის მოდელისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის“ რომანიც არის ნახსენები.

ისტორიკოსი უგო ვიკერი დეილი მეილისთან ამბობს, რომ სახელმწიფო მმართველებისგან დედოფლისადმი მიძღვნილი მსგავსი საჩუქრები, ვიზიტს უკავშირდება ხოლმე, დედოფალი ელიზაბედი კი საქართველოში ვიზიტს არ გეგმავს.

„არ ვთვლი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, მაგრამ სანამ დედოფალს ძღვენის მიღების კარგი მიზეზი არ აქვს, მისი მიღება სირცხვილია“ - ამბობს ისტორიკოსი.

სტატიის მიხედვითვე, ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ძღვენი საგარეო უწყებასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს და ყველაფერი წესის დაცვით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მოხდა.

Daily Mail -სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42