ტერაბანკი სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:36, 29 Mar, 2017     1461

სს ტერაბანკი სასამართლო დავასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"27 მარტს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი სასამართლო დავა, მათ შორის სს ტერაბანკის დავა ბანკის მიერ დასაკუთრებული ერთ-ერთი ქონების ყოფილ მესაკუთრესთან. განხილვის მიზანს წარმოადგენდა იმის დემონსტრირება, თუ როგორ აისახება ცალკეულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე და საქართველოს რეპუტაციაზე, იყოს მიმზიდველი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

სს „ტერაბანკის“ ზემოაღნიშნული დავის მოკლე ისტორია ამგვარია:

2015 წელს ბანკმა დაისაკუთრა პრობლემური სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონება, რომელიც ყოფილმა მესაკუთრემ ვალდებულების დასაფარად ნებაყოფლობით, კანონის სრული დაცვით გადასცა ბანკს. ბანკი გეგმავდა ქონების რეალიზებას, თუმცა კლიენტმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქონების გასხვისების აკრძალვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ აქტივებს დაედოთ შეზღუდვა და ბანკს აეკრძალა მათი რეალიზაცია. სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაშია უკვე თითქმის ერთი წელია, ხოლო საქმის არსებითი განხილვა ჯერაც არ დაწყებულა. შედეგად ბანკი ვერ ახორციელებს ქონების რეალიზაციას და ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ადგება. ამ ზარალის ანაზღაურებისთვის ბანკმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსალოდნელი ზიანის მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფა, რაზეც უარი მიიღო.

ბანკმა არაერთხელ შესთავაზა ყოფილ კლიენტს, თავად გამოესყიდა ქონება, თუმცა საქმის ასეთი ფორმით გადაწყვეტა მოსარჩელის ინტერესებში არ შედის და ცდილობს მაქსიმალურად გააჭიანუროს დრო.

ტერაბანკის მფლობელია არაბული საინვესტიციო ჯგუფი. მისი ერთ-ერთი უმსხვილი დამფუძნებელია შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი, რომელმაც საქართველოში უკვე განახორციელა 250 მლნ. დოლარზე მეტის ინვესტიცია. გარდა ბანკისა, იგი ფლობს სასტუმრო „ბილტმორს“ და მომავალში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, ბუნებრივია, ინვესტორების შემდგომ გადაწყვეტილებებს განაპირობებს ის ფაქტი თუ რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ცალკეულ სასამართლო დავაზე მათი კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის შესაძლებლობა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო ხელს შეუწყობს დავის მაქსიმალურად სწრაფად დასრულებას და საქართველოში ინვესტიციების მოცულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება"- აღნიშნულია ტერაბანკის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42