აღნიშნული კენჭსყრა გასულ კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა ლონდონში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.
27 მარტის შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და შოტლანდიის პრემიერმა ნიკოლა სტერჯენმა რეფერენდუმის საკითხი განიხილეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მეის განცხადებით რეფერენდუმის ჩატარება მიზანშეწონილი არაა იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის პროცესი.
სტერჯენი რეფერენდუმის ჩატარებას უახლოესი 2 წლის განმავლობაში ითხოვს.
შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხზე პირველი რეფერენდუმი 2014 წელს ჩატარდა, მაშნ შოტლანდიის მოსახლეობის 55%-მა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი, დამოუკიდებლობის იდეის მომხრე კი 45% იყო. შემდეგ იყო ბრექსიტის პროცესი, რა დროსაც შოტლანდიის მოსახლეობის უმეტესება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






