გიორგი ჩერქეზიშვილი MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:03, 28 Mar, 2017     1168

საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგული ბიზნესასოციაცია MEDEF International-ის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდა. სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ შეხვედრას 22 ფრანგული კომპანიის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ჩერქეზიშვილმა ფრანგ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები გააცნო. მისი განცხადებით, ფრანგული მსხვილი კორპორაციების ძირითადი ინტერესი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებაა.

„ძალიან საინტერესო თემები განვიხილეთ, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის კუთხით. ჩვენთვის ძალაინ მნიშვნელოვანია ფრანგული მრავალწლიანი გამოცდილების მიღება და გაზიარება. ვიმედოვნებ, რომ მათი ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ფრანგული კომპანიების ხელმძღვანელების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა, რომ მათ უკვე აქვთ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის გამოცდილება და არსებულ საინვესტიციო გარემოს ძალიან დადებითად აფასებენ. „მათი შეფასებით, საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეიძლება რომ ბიზნესი გააკეთოს ადამიანმა. ეს ძალიან კარგი მესიჯი იყო მათი მხრიდან“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებით, საქართველოში იმყოფებიან საკმაოდ დიდი და ძლიერი კომპანიები საფრანგეთიდან, რომლებსაც სურთ, შეისწავლონ საქართველოში საინვესტიციო გარემო და ის მიმართულებები, სადაც შეეძლებათ ინვესტიციის ჩადება. „MEDEF International-თან დიდი ხანია თანამშრომლობს საქართველო. საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომელიც ფრანგული ბიზნესასოციაციის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა“ - განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

„MEDEF International-ის დელეგაციას კომპანია Oberthur Technologies-ს Identité-ს განყოფილების გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, MEDEF International-ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ ფონტეინი ხელძღვანელობს. დელეგაციაში წარმოდგენილნი არიან ისეთი მსხვილი ფრანგული კორპორაციები, როგორებიცაა „ეარბასი“, „ალსტრომი“, „სოსიეტე ჟენერალი“, „პომა“, „ობერტიური“, „ივეკო ბასი“, „ბიურო ვერიტასი“ და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42