22 მარტს ლონდონში, ვესტმინისტერში მომხდარ თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40 პირი კი დაშავდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამართალდამცავი, პოლიციელებმა თავდამსხმელის, ხალიდ მასუდის ლიკვიდაცია მოახერხეს.
მასუდი ბრიტანეთის მოქალაქე, სამი შვილის მამა გახლდათ. მის ქმედებაზე მეუღლე როუი ჰაიდერა პირველ კომენტარს აკეთებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ და შოკირებული ვარ იმის გამო, რაც მასუდმა ჩაიდინა. მე ვგმობ მის ქმედებას. გარდაცვლილთა ოჯახებს ვუსამძიმრებ და ვნატრობ, რომ თითოეული დაშავებული გამოჯანმრთელდეს. მსურს გთხოვოთ, ჩემი ოჯახისთვის სიმშვიდე, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ამ რთულ სიტუაციაში“, - აღნიშნავს მასუდის მუღლე.
გუშინ თავდამსხმელის დედამაც გააკეთა კომენატრი და განაცხადა, რომ იგი შვილის ქმედებას არ ამართლებს.
შეგახსენებთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა 23 მარტს „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და ხალიდ მასუდს „ISIS-ის მებრძოლი“ უწოდა. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, მასუდმა იმ სასტუმროს პერსონალს, რომელშიც უკანასკნელი ღამე გაატარა, განუცხადა, რომ „ლონდონი ის აღარ არის, რაც ადრე იყო“, ბრიტანული მედია თავდამსხმელს „მარტოხელა ლომს“ უწოდებს, სკოტლანდ იარდი კი გამორიცხავს ფაქტს, რომ მასუდს რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






