აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მისი მრჩეველი, ჯარედ კუშნერი სენატში დაიკითხება.
თეთრი სახლის თქმით, კუშნერი მზად არის რუსეთის საკითხთან დაკავშირებით სენატში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაიკითხოს.
კუშნერი, დაკითხვის შემთხვევაში, ტრამპის ყველაზე ახლო მოკავშირე იქნება, რომელიც სენატის სადაზვერვო კომიტეტში წარსდგება და კითხვებს უპასუხებს. სენატის სადაზვერვო კომიტეტი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს და დონალდ ტრამპსა და რუს ოფიციალურ პირებს შორის კავშირს შეისწავლის.
შეგახსენებთ, "ნიუ იორკ თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნი პერიოდში, ჯარედ კუშნერი ამერიკაში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს შეხვდა. გამოცემის ცნობით, კუშნერს ასევე ქონდა შეხვედრა, რუსეთის სახელმწიფო „ვნეშეკონომ“ ბანკთან, რომელსაც ამერიკამ სანქციები დაუწესა ყირიმის ანექსიის შემდეგ.
35 წლის ჯერარდ კუშნერი მსხვილი ბიზნესმენია, რომელმაც დველოპერული იმპერია მამისგან მემკვიდრეობით მიიღო.
ითვლება, რომ ტრამპი სიძის შეხედულებებს დიდ პატივს სცემს და რჩევებსაც ითვალისწინებს.
კუშნერი ტრამპის წინასააწრჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმღვანელი იყო. აშშ-ის საპრეიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა ის მთავარ მრჩევლად დანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






