როგორც "ინდეფენდენთი" იტყობინება, ამის შესახებ სკოტლანდ იარდმა განაცხადა.
ლონდონის პოლიციის თქმით, გამოძიების მსვლელობისას ხალიდის კავშირი ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან არ დასტურდება.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ვესტმინისტერის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 50-მდე ადამიანი. გარდაცვლილებს შორის არის თავად თავდამსხმელიც.
ლონდონში ორი თავდასხმა 22 მარტს, მოხდა. ვესტმინისტერის ხიდზე მანქანა ქვეითებს დაეჯახა, შემდეგ კი მანქანის მძღოლმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა, თავდამსხმელი კი პოლიციელებმა მოკლეს.
სამართალდამცავთა თქმით, ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე , 52 წლის ხალიდ მასუდი იყო, რომელსაც 3 შვილი ჰყავს და პროფესიით მასწავლებელი იყო. სკოტლანდ იარდის წარმომადგენლის, მარკ როულის განცხადებით, თავდამსხმელის დაბადების სახელი და გვარი ნამდვილად ადრიან რასელია, თუმცა უცნობია, რატომ დასჭირდა მას ვინაობის შეცვლა.
მასუდი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის საგრაფო კენტში დაიბადა, სამართალდამცავებთან მას პრობლემა არაერთხელ ჰქონია, თუმცა, როგორც სკოტლანდ იარდი აცხადებს, მასუდი ტერორისტულ დაჯგუფებებთან ურთიერთობაში შემჩნეული არ ყოფილა და მის წინააღმდეგ ამ ეტაპზე არავითარი გამოძიება არ მიდიოდა.
თავის მხრივ, ლონდონის თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






