ინტერნეტსივრცეში გარკვეული დროის წინ გავრცელდა ფოტო, სადაც ასახულია ჭარბწონიანი ქალბატონი, რომელიც მაღაზიაში დახლთან, ელექტროეტლით არის მისული, სასურველი პროდუქციის ასაღებად მას გადახრა დასჭირდა, რა დროსაც ეტლიდან გადმოვარდა. საზოგადოების ნაწილი კი ამ ფოტოს დამცინავი კომენტარებით ამკობდა და მწვავე ბულინგსაც ჰქონდა ადგილი.
საკუთარ ფოტოს მასზე ასახული ქალბატონი ეხმაურება:
„ყველაზე რთული ასატანი არის ის, რომ ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, მსუქანი ადამიანი იმიტომ არის ისეთი, როგორიც არის, რომ იმდენად ზარმაცია, წამოდგომაც კი ეზარება. მე მაქვს ხერხემლის დააავადება, რომლის გამოც მალებია დაზიანებული, რაც ფეხებსა და წელის არეში მწვავე ტკივილებს იწვევს, ამიტომ სიარული ჩემთვის მიზანშეწონილი იმ მომენტში არ იყო.
ეს შემთხვევა 2012 წელს მოხდა, ოჯახთან ერთად სავაჭრო ცენტრში ვიყავი წასული და ჩემი ქმრისთვის სასმელის აღებას ვცდილობდი, ფეხები იდმენად დასუსტებული მქონდა ჩემი დაავადების გამო, რომ წამოდგომა არ შემეძლო.
ზედმეტი კილოგრამები კი მაშინ მომემატა, როცა ფსიქოლოგიური დაავადებით ვიტანჯებოდი, იმ დროისთვის ვერ ვგრძნობდი რა ზიანს ვაყენებდი საკუთარ თავს. ახლა კი ყოველდღიურად ვცდილობ ჩემი პრობლემების დამარცხებას.
როდესაც ეს ფოტო ვნახე, რის გამოც ადამიანები დამცინოდნენ, მოვკვდი. ამას იმიტომ გიზიარებთ, რომ იცოდეთ, სანამ ვინმეს დასცინებთ, მანამდე გაითვალისწინეთ გარემოება, რომ ესა თუ ის დასაცინი ობიექტი, შესაძლოა ისეთი პრობლემებით იტანჯებოდეს, რომელთა წინაშეც თქვენ არასდროს დამდგარხართ.
მინდა დავამატო, რომ ჩემი პრობლემები ფსიქოლოგიურ დაავადებასთან ერთად არასწორი დიეტის გამოც წარმოიქმნა. სანამ წონასთან ბრძოლას არასწორი მეთოდებით დაიწყებთ, მანამდე კარგად დაფიქრდით“.


მასალის გამოყენების პირობები






