ამადროულად, სასამართლომ, არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო და 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
თავად ოპოზიციონერი თავს დამნაშავედ არ თვლის. მისი თქმით, აქციის ჩასატარებლად, მოსკოვის მთავრობას მიმართეს, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ.
ამავდროულად, ნავალნის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
კვირას, მოსკოვში გამართული ოპოზიციური აქცია, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასობრივი აღმოჩნდა.
მასობრივი აღმოჩნდა დაკავებებითაც.
ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია 600 ადამიანი, თუმცა უფლებადამცველების თქმით, მათი რიცხვი გაცილებით მეტია. როგორც გაირკვა, 1993 წლის შემდეგ მსგავსი მასობრივი დაკავებები, რუსეთში არ დაფიქსირებულა.
26 მარტს, რუსეთის ათობით ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში , კორუფციის წინააღმდეგ აქცია გაიამრთა.
დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და მისი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ ოფისის ყველა თანამშრომელი დააკავეს. ნავალნი იმ დროს დააკავეს, როცა ის მაიაკოვსკის მეტროდან გამოდიოდა.
მასალის გამოყენების პირობები






