დღეს, iPlus-ის თბილისის ფილიალში - პეკინის 11-ში, 10 ცალი iPhone 7 32GB ნებისმიერი ფერი, თითო - 1609 ლარად, 5 ცალი iPhone 6S 32GB ნებისმიერი ფერი, თითო - 1361 ლარად, 5 ცალი iPhone SE 16GB Silver თითო - 999 ლარად და 5 ცალი iPhone 5S 16GB ნებისმიერი ფერი, თითო 735 ლარად გაიყიდება.
“ვემზადებით ხვალინდელი აქციისთვის. 28-ის აქცია ჩვენთვის სტიმულია, რადგან მოხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას შეიძინონ აიფონები ამერიკულ ფასად.
ჩვენ გვსურს აიფონის შესაძლებლობები ყველას გავუზიაროთ, სწორედ ამიტომ, ხვალ პირველი 20 მომხმარებელი “აიპლიუსის” ფილიალში, პეკინის 11-ში შეძლებს ამერიკულ ფასად აიფონების შეძენას, დღგ-საც თქვენს ნაცვლად “აიპლიუსი” გადაიხდის.
დიდი მოლოდინიდან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრადიციულად ამ აქციისთვის მომხმარებლები დილაადრიან იკავებენ რიგს. იმისათვის, რომ მომხმარებლებს დისკომფორტი თავიდან ავაცილოთ, საგანგებო რეჟიმში ვიმუშავებთ ყველა თანამშრომელი”, - აცხადებს “აიპლიუსის” პეკინის 11-ის მენეჯერი როკო ელიზბარაშვილი.
“მადლობის დღის” ფარგლებში, iPlus-ის ყველა ფილიალში iPhone 6S-ებზე, iPhone 7-ებზე და iPhone 7 Plus-ებზე 50 ლარიან “ქეშბექი” გავრცელდება.
50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება დამცავი ფირები და აქსესუარები, ხოლო მანქანის დამტენებზე იმოქმდებს 20%-იანი ფასდაკლება.
მხოლოდ ხვალ, სპეციალურ ფასად გაიყიდება Apple Lightning to USB Cable (ორიგინალი) - 23 ლარი, Apple EarPods To Aux (ირიგინალი) - 29 ლარი, Apple EarPods to Lightning (ორიგინალი) - 88 ლარი.
ყოველი თვის 28 რიცხვში, iPlus-ის ერთ ფილიალში (ყოველ თვე ფილიალი იცვლება) iPhone-ების გარკვეული რაოდენობა ზუსტად ამერიკულ ფასად იყიდება. დღგ-საც მომხმარებლის ნაცვლად iPlus-ი გადაიხდის.
“მადლობის დღის” აღნიშვნის ტრადიცია iPlus-მა მას შემდეგ დანერგა, რაც კომპანიის მომხარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.
“მადლობის დღის” აქციის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ iPlus-ის მაღაზიაში პეკინის 11, ან დაუკავშირდეთ კომპანიას ცხელ ხაზზე 032 219 60 60-ზე.
მასალის გამოყენების პირობები






