ფოტოები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული, ოჯახის ნებართვით გასაჯაროვდა. კორტავას საქმეში გარკვეული გარემოებები გახდა ცნობილი, ასევე გამოვლენილია რამდენიმე პირი, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ვინ მონაწილეობდა აღნიშნულ ინცინდენტში.
კორტავას ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში შეხვედრაც გამართეს.
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები საოლქო პროკურატურაში შეხვედრის შემდეგ ყვებიან იმ ვერსიაზე, რომელიც გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ერთადერთი ვერსია გახლავთ.
ადვოკატის განცხადებით, გარდაცვალების ვერსია არის მხოლოდ ის, რომ დაპირისპირება მოხდა ორ პატიმარს შორის, რომელსაც ოჯახის წევრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ოჯახის წევრების მტკიცებით, გარდაცვლილს იმდენად ბევრი ფიზიკური ზიანი აღენიშნება სხეულზე, რომ შეუძლებელია ეს ყოველივე მხოლოდ ერთ პატიმარს ჩაედინა.
აქედან გამომდინარე, ადვოკატი და გარდაცვლილი ოჯახის წევრები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ სისხლის სამართლის დევნა ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართაც დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები






