რამდენად ხარისხიანი და უვნებელი ხორცის შეთავაზება ხდება მომხმარებლისთვის -სურსათის უვნებლობის სააგენტომ და საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ ერთდროულად თბილისში, ქუთაისში და კასპში კვლევა ჩაატარა.
მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა მადონა კოიძემ, „პირველი რადიოს“ პრესკლუბში იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება რომლებიც კვლევის შედეგად გამოვლინდა.
დადგინდა , რომ უმეტეს შემთხვევაში ხორცი უვარგისია და სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებით არის დაბინძურებული.
ტემპერატურის მატებასთან ერთად კვლევის დროს გამოვლინა კიდევ ერთი ბაქტერია პროტეუსისი ( ლპობის ბაქტერია) .
მომხამერებლთა ფედერაციის პრეზინედტის განცხადებით, ვიზუალურად ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის უხარისხო ხორცი ვარგისიანი პროდუქტისგან რთული გასარჩევია და შედეგები მხოლოდ სპეციალიზირებული ლაბორატორიული კვლევის შედაგად ჩანს.
როგორც საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენბტმა აღნიშნა , კვლევა გრძელდევა და შემდგომში საქართველოს ყველა ქალაქს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






