მას კორუფციულ სკანდალში მონაწილეობა ედება ბრალად.
„ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება და პრეზიდენტის სტატუსი, ქრთამა აიღო კომპნიებისგან და დაარღვია კორპორაციული მართვის უფლებები“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ პაკ კინ ჰენისგან “მნიშვნველოვნი კონფიდენციულურმა ინფორმაციამ გაჟონა.“
„ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურორები აღნიშნავენ, რომ მათ დიდი რაოდენობით მტკიცებულება შეაგროვეს, თუმცა მოპასუხე მხარე ბრალდებას უარყოფს.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტს.
იმპიჩმენტს რვავე მოსამართლემ დაუჭირა მხარი.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, პრეზიდენტმა ნამდვილად მისცა მის ახლო მეგობარსა და მრჩეველს სახელმწიფო საქმეებში ჩარევის უფლება და მისი კორუფციულ საქმიანობას დააფარა ხელი.
აღნიშნულის შემდეგ პრეზიდენტი პაკ კინ ჰე საბოლოოდ ჩამოშორდება ქვეყნის მართვის სადავეებს. 60 დღის განმავლობაში ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
სამხრეთ კორეაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტისთვის განცხადებებს მისი მეგობარი ჩხვე სუნ სილი წერდა. გამოძიების თანახმად, ის სამხრეთ კორეის სახელმწიფო საქმეებში ერეოდა და პრეზიდენტთან ახლო კავშირს საკუთარი ფინანსური სარგებლისთვის იყენებდა.
ჩხვე სუნ სილი დაკავებულია, თავად პრეზიდენტმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






