ბელორუსში, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავებების ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.
ადმინისტრაციის განცხადებაში მკაცრად გაკრიტიკებულია მშვიდობიანი აქციის დარბევისა და მისი მონაწილე პოლიტიკური ლიდერების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დაკავება. ტრამპის ადმინისრაციის განცხადებით, ყოველივე ეს დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და შეშფოთებას იწვევს. აშშ ბელორუსის ხელისუფლებას დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
უცხოური მედიის მონაცემებით, ე.წ. "ნების დღეს" სამართალდამცველებმა არასანქცირებული მიტინგების 200-მდე მონაწილე დააკავეს, მათ შორის აქციის ორგანიზატორი და ოპოზიციის ერთერთი ლიდერი, ნიკოლაი სტატკევიჩი. დაკავებულია ასევე 25 ჟურნალისტი.
ბელარუსის სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, დაკავებულების ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. პროტოკოლების შედგენის შემდეგ კი დანარჩენებსაც გაათავისუფლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






