,,ოცნება“ სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში და შესაძლო გადანაწილება საპარლამენტო უმრავლესობაში
პოზიცია - 21:16, 25 Mar, 2017     22266
„ოცნების“ მინისტრები დაზაფრულები არიან, - „ნიუპოსტის“ ინფორმაციით მთავრობა ცვლილებების მოლოდონშია და არავინ იცის, თანამდებობას ვინ შეინარჩუნებს და ვინ - არა. წყაროს ცნობით, მინისტრების გაღიზიანების სბაბიც სწორედ ეს არის. იმას, რომ გარკვეული სამთავრობო გადაადგილებები იგეგმება, არც ექსპერტები უარყოფენ, რასაც „ნიუპოსტთან“ გაკვრით გია ხუხაშვილიც შეეხო, თუმცა მთავარი ცვლილებები კი არა, ალბათ, უფრო ის არის, ეს ცვლილებები ქვეყანაში ასრებულ პოლიტ-ეკონომიკურ ვითარებას შეცვლის თუ არა.


მართალია, „ოცნების“ მმართველი ელიტა არ აღიარებს, მაგრამ ყველა, ვისაც პოლიტიკის ლოგიკა ესმის, ხვდება, რომ ქვეყანა სერიოზული პოლიტიკური კრიზისისკენ მიექანება, რასაც თავისთავად, სახელისუფლებო კრიზისიც მოჰყვება. საამისო ნიშნები ჯერ კდიევ 11 მარტს, ბათუმის მოვლენების დროს გამოჩნდა. ბათუმის არეულობის გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ არაოფიციალურად თავიდანვე ითქვა, რომ ამ ყველაფერის მიზეზი ორ ძალოვან უწყებას - შსს-სა და უშიშროების ორგანოს შორის არსებული დაპირისპირება გახდა. კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება. ამიტომ, რახან ითქვა, გამოდის, რომ რაღაც დაპირისპირება რეალურად არსებობს, რაც დიდი ალბათობით, დიდი სამთავრობო კრზისის წინაპირობა გახდება.

ზოგადად, როცა ხელისუფლების რომელიმე შტოში კრიზისი იწყება, ეს მერე სხვა შტოებსაც დომინოს პრინციპით გადაეცემა ხოლმე, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ იგივე აღმასრულებელ ხელისუფლების წევრებს ერთმანეთთან მოჩვენებითად „კარგი ურთიერთობა“ აქვთ, თორემ სინამდვილეში ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, ერთი სიტყვით, „ოცნება“, როგორც ერთიანი გუნდი ვერ შედგა და ამიტომ, კაცმა არ იცის, ვინ ვის თამაშს თამაშობს.

მოსალოდნელი პოლიტიკური და სამთავრობო კრიზისის კონტექსტში პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენების განიხილება.

ჩვენი წყაროს მონაცემებით, გიორგი კვირიკაშვილზე ბოლო დროს მიტანილი იერიშის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, ის იყოს, რომ „ოცნების“ გარკვეულ ფრთას სურს, პრეზიდენტის პოსტზე იგივე 2018 წელს ყოფილი პემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინოს.

„ნიუპოსტს“ კულუარებში რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ანალოგიური მოსაზრება რეალურად არსებობდა, მაგრამ ამ ეტაპზე ყოფილი პრემიერის გაპრეზიდენტების თემა თავად „ოცნების“ მმართველ ელიტაში პოპულაური აღარ არის.

მმართველი გუნდი ამიტომ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევა 2023 წელს მოხდეს, ხოლო მომავალ წელს, ანუ 2018-ში პრეზიდენტი ისევ ხალხმა აირჩიოს. კახა კალაძე კი უარყოფს, რომ მას პრეზიდენტობა, ანუ პენსიაში გასვლა არ უნდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ასეთ შეთავაზებას მიიღებს, ალბათ, უარს არ იტყვის და „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება, მაგრამ ამ ეტაპზე კალაძისთვის უფრო მისაღები მაინც თბილისის მერობაა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ ბატალიებს, როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები გიორგი მარგველშვილთან მისასვლელ გზებს ეძებენ, თუმცა ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ფარულად გააკეთონ.

იგივე მისი ოჯახის წევრების გარშემო განვითარებული მოვლენები მარგველაშვილის რენომეზე დადებითად მოქმედებს, ანუ რიგით მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ როცა პრეზიდენტის სიძე, ან სიძის მეგობარი დაუცველია, თვითონ დაცული ვერანაირად იქნება. პიარის კუთხით თუ მივუდგებით, ეს დეტალები მარგველაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის სასარგებლოდ მოქმედებს. ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ ზოგი ჩინოვნიკი თვლის, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი პოლიტკურ არენაზე კარგა ხანს დარჩება და მასთან სიახლოვე არ აწყენს.

საუბრები იმაზე, რომ მარგველაშვილი პოლიტიკაში დარჩება და მის გარშემო ახალი პოლიტიკური ორბიტა შეიქმნება, დიდი ხანია მიმდინარეობს. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მას კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა მეორე ვადით პრეზიდენტობას, მაგრამ პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა.

ზოგადად, იმის შესახებ, რომ მთავრობაში ცვლილებებია მოსალოდნელი, ხმები დიდი ხანია ვრეცელდება და რამდენიმე თვის წინ „ნიუპოსტიც“ წერდა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც შეიძლება, თანამდებობა დატოვოს, პრემიერი გიორგი კვირკაშვილი იქნება, რომლის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელადაც ეკონომიკის მინისტრი გახარია სახელდება.

ამას გარდა, სამთავრობო ცვლილებებს გარკვეული გადანაწილება, როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნება, ავტომატურად მოჰყვება საპარლამენტო უმრავლესობაში და ის დეპუტატები, რომლებიც „ოცნების“ საარჩევნო სიაში უშუალოდ „კვირკას“ ლობირებით მოხვდნენ, არათუ უმრავლესობას დატოვებენ, არამედ, იმ საპარლამენტო თანამდებობებსაც გამოემშვიდობებიან, რასაც ამ დროისთვის იკავებენ.

იმაზე, რომ მსგავსი სცენარისთვის „ოცნება“ ემზადება, კიდევ ერთი გარემოება მიანიშნებს, კერძოდ, „ნიუპოსტისთვის“ ცნობილია, რომ უმრავლესობის წიაღში ახალი ფრაქციის შექმნა მზადდება.

წყაროს ცობით, ამ ახალი ფრაქციისთვისთვის თავმჯდომარეც შერჩეულია და წევრებიც. (იმასაც ამბობენ, რომ ახალი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ, საუბარში გაწაფული პიროვნების შერჩევა მიმდინარეობს, რომელიც მედიასთან კომენტარის გაკეთებას შეძლებს) ახალი ფრაქციის შექმნით „ოცნება“ ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს: ჯერ ერთი, იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ფრაქციას უქმნის, ვალშია; მეორეც, თვლის, რომ ახალი ფრაქციის შექმნით უმრავლესობას დაშლისგან იხსნის.

ჩვენი ინფორმაციით, ახალი ფრაქციის შექნმა მარტის დასაწყისში უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ ჯერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროსასამართოს გადაწყვეტილებამ და მერე, ბათუმის მოვლენებმა „ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42