მეტეოროლოგებმა "განკითხვის დღის ღრუბლების" არსებობა აღიარეს (ვიდეო)
მსოფლიო - 14:47, 25 Mar, 2017     101352



მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ასოციაციამ ოფიციალურად აღიარა იშვიათი ტიპის ღრუბლების არსებობა, რომლებიც ცნობილია სახელწოდებით "asperitas" (ტალღოვან-ბორცмოვანი), ხოლო მათი ხალხში გავრცელებული სახელწოდებაა "განკითხვის დღის ღრუბლები" მას ღრუბლების საერთაშორისო ატლასში შეიტანა.

ეს ღრუბლები დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ისინი არავის შეუსწავლია და არ აღუწერია. ამ სახის ღრუბლები გამოირჩევა იმით, რომ ხშირად უცნაურ და საშიშ სახეს იღებენ, მაგალითად ადამიანის ან ზებუნებრივი არსების სახეს, რაც ცრურწმენების და კატასტროფების მოყვარულებში შიშს იწვევდა. მათ "განკითხვის დღის" ან "უცხოპლანეტელების გამოჩენის" ნიშნად მიიჩნევდნენ. სწორედ ამიტომ ეწოდა მას მეორე სახელწოდებად "განკითხვის დღის ღრუბლები".

ასევე აღსანიშნავია, რომ მკვლევარების მტკიცებით, ამ სახის ღრუბლებს როგორც წესი ქარიშხალი და კოკისპირული წვიმები არ მოჰყვება ხოლმე. თუმცა 2015 წელს, ხაბაროსვსკში, ამ ღრუბლებს ფაქტობრივად ტროპიკული წვიმების მსგავსი ნალექი მოჰყვა. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ღრუბლები იმიტომ არის ნაკლებად შესწავლილი, რომ ისინი 21-ე საუკუნეში უფრო ხშრად ჩნდება,მ ვიდრე გასულ საუკუნეებში.

ამ ღრუბლების ცალკე სახეობად გამოყოფის და მსოფლიო ატლასში შეტანის საკითხი პირველად 2009 წელს ამერიკელმა მეტეოროლოგმა მარგარეტ ლემოუნმა დააყენა, მას მხარი დაუჭირა მოყვარულმა მეტეოროლოგმა, ინგლისელმა მწერალმა გევინ პრეტორ-პინეიმ. თუმცა, მათი მოთხოვნა მხოლოდ წელს დაკმაყოფილდა.

მათ გარდა ღრუბლების ატლასში კიდევ 11 ტიპის ღრუბლები იქნა შეტანილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42