"საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ზეისტორიული თარიღია"- ილია II
რელიგია - 13:28, 25 Mar, 2017     3422
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისაუბრა.
უწმინდესის თქმით, არის ისტორიული თარიღები, რომელიც აღემატება თავის მნიშვნელობას.
„არის ისტორიული მოვლენები, ისტორიული თარიღები, რომელნიც აღემატებიან თავის მნიშვნელობას, აღემატებიან როგორც ისტორიულ მოვლენას. აი, ასეთი ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
საქართველოს ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია მე-5 საუკუნეში. დიდი ღვაწლი, დიდი შრომა გასწია მეფე ვახტანგ გორგასალმა, როცა იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადგენილი იყო პირველი კათალიკოსი პეტრე. რა იქნებოდა საქართველო, რომ არ გვქონოდა ჩვენ ავტოკეფალია?! ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წყალობა ღვთისა და მადლმა ღვთისამ ინება და საქართველოს მიეცა ავტოკეფალია.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის დადგენა საქართველოში. ტაძრები, რომლებიც აშენდა, წიგნები, რომლებიც დაიწერა, კულტურა, რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე - ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია და გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენას. იგი იყო გაუქმებული და აღდგენილი 100 წლის წინ. ჩვენ თავს ვიხრით კირიონის წინაშე, ლეონიდეს წინაშე, კალისტრატეს წინაშე, ანტონ გიორგაძის წინაშე და სხვათა წინაშე, რომელთაც დიდი ღვაწლით, დიდი შრომით აღადგინეს 100 წლის წინ ავტოკეფალია“, - ბრძანა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42