ამის შესახებ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ცოტა ხნის წინ პატიმართა ოჯახის წევრებმა განაცხადეს. მათი თქმით, პატიმრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს ზუგდიდიდან ქუთაისში, ისევ ზუგდიდის საპყრობილეში დაბრუნებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, ქუთაისის საპყრობილეში ლიკვიდაციით ემუქრებიან.
გიგა ინალიშვილმა, ლევან ეჯიბიამ და დიმიტრი თოლორაიამ, რომლებიც იარაღის უკანონო ტარებასა და ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გადაზიდვაში არიან ბრალდებულნი, ქუთაისში გადაყვანამდე მსგავსი თვითდაზიანებები ზუგდიდის საპყრობილეშიც მიიყენეს, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ქუთაისში მათი ტრანსპორტირების შესახებ.
ოჯახების წევრთა განცხადებით, სამივე აბსურდული ბრალდებით დააკავეს, ხოლო ნარკოტიკული საშუალება და იარაღი "ჩაუდეს".
"უცნობმა პიროვნებამ ოჯახში წერილი შემოგვიგდო, სადაც ნათქვამია, რომ ამჟამად პატიმრების ლიკვიდაციას ცდილობენ, რათა პოლიციელების ბრალეულობა დაფარონ" – აცხადებენ დაკავებულთა ოჯახის წევრები.
ამჟამად ისინი ზუგდიდში, საოლქო პროკურორთან შეხვედრას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






