საერთაშორისო ჯილდო მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის დემნას "ვეტმანისა" და "ბალენსიაგასთვის" გადაეცა.
ამის შესახებ დაჯილდოების ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
CFDA-ს დაჯილდოების ცერემონიალი 5 ივნისს ნიუ-იორკში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ CFDA მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი დონის ჯილდოდ ითვლება და მას უმეტესად ლეგენდად ქცეულ დიზაინერებს გადასცემენ.
დაჯილდოების ნომინანტებისა და გამარჯვებულთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ძმები გვასალიების ბრენდის Vetements-ის ჩენებებს მოდის სამყარო ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდება. მის კოლექციებს მოდის სამყაროში მუდმივად დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები აქვს.
ქართველებისთვის კი მისი კოლექცია ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს.
დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.
Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს. მათი სახასიათო ნიშანი დიდი ზომის სამოსი, ყვავილების პრინტებიანი კაბები და გადაკეთებული ჯინსებია. გვასალია რვა წლის განმავლობაში Margiela-ს კულისებში მუშაობდა. თანამშრომლობდა "ლუი ვიტონთანაც."
Vetements-ს მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. დემნას არაორდინალური კოლექციები მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას მოდის სფეროში გარდამტეხ დიაზინერს უწოდებენ. ახალი კოლექციების წარგდენის შემდეგ კი ვოგის გავლენიანი გამოცემების ფურცლებზეა.
2016 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ძმები გვასალიებისთვის.
გავლენიანმა გამოცემა The Business of Fashion-მა დემნა გვასალია 2016 წლის ადამიანად დაასახელა .
დემნა გვასალია British Fashion Awards-ის გამარჯვებულიც გახდა და წლის საერთაშორისო დიზაინერის ტიტული მოიპოვა.
დემნასა და გურამის ბრენდი Vetements წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის ურბანული ბრენდი, რომლის გამარჯვებულიც გახდა.
BFA-მდე The Business of Fashion - მა 2016 წლის #BOF500 გამოაქვეყნა - ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ცვლიან მოდას, გავლენას ახდენენ ინდუსტრიაზე. რეიტინგში დემნა და გურამ გვასალიებიც მოხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






