ამის შესახებ ლონდონის პოლიცია იტყობინება.
სკოტლანდ იარდის წარმომადგენლის, მარკ როულის განცხადებით, თავდამსხმელის დაბადების სახელი და გვარი ნამდვილად ადრიან რასელია, თუმცა უცნობია, რატომ დასჭირდა მას ვინაობის შეცვლა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, იყო თუ არა მასუდი რადიკალური ჯიჰადის პროპაგანდისა და დაჯგუფებაში რეკრუტირების სამიზნე.
„გამოძიება ფოკუსირებულია დავადგინოთ მისი მოტივაცია, მომზადებისა და თანამზრახეველების შესახებ დეტალები. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, მოქმედებდა თუ არა მარტო, იყო თუ არა ტერორისტული პროპაგანდით შთაგონებული , მხარს უჭერდა მათ თუ მათი წევრი იყო “ -დასძინა მან.
ლონდონის თავდასხმების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ , ბირმინგემში რეიდები ჩაატარა, როს შედეგადაც 16 ადამიანია დაკავებული.
ბოლო ინფორმაციით, ვესტმინისტერის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი. გარდაცვლილებს შორის ერთი პოლიციის ოფიცერი,
ლონდონში ორი თავდასხმა 22 მარტს, მოხდა. ვესტმინისტერის ხიდზე მანქანა ქვეითებს დაეჯახა, შემდეგ კი მანქანის მძღოლმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა, თავდამსმხელი კი პოლიციელებმა მოკლეს.
სამართალდამცავთა თქმით, ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე , 52 წლის ხალიდ მასუდი იყო, რომელსაც 3 შვილი ჰყავს და პროფესიით მასწავლებელი იყო.
მასუდი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის საგრაფო კენტში დაიბადა, სამართალდამცავებთან მას პრობლემა არაერთხელ ჰქონია, თუმცა, როგორც სკოტლანდ იარდი აცხადებს, მასუდი ტერორისტულ დაჯგუფებებთან ურთიერთობაში შემჩნეული არ ყოფილა და მის წინააღმდეგ ამ ეტაპზე არავითარი გამოძიება არ მიდიოდა.
თავის მხრივ, ლონდონის თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგიფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






