ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ბოევიკები ნაურსკაიას რაიონში, სამხედრო ერთეულს, დაახლოებით, ღამის 2 საათზე დაესხნენ თავს. უწყების ცნობით, მათ ნისლით ისარგებლეს და სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე შეღწევა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
შეტაკებების დროს ექვსივე თავდამსხმელი გაანეიტრალეს.
ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ამჟამად თავდამსხმელების ამოცნობის პროცედურა მიმდინარეობს.
ბოლო წლებში, ჩეჩნეთში, სამხედროებზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა 2014 წლის დეკემბერში მოხდა. მაშინ , გროზნოში , ჯარისკაცებს ექსტრემისტული დაჯგუფება „კავკასიის ემირატი“ დაესხა თავს, რის შედეგადაც გარდაიცვალა 14 და დაშავდა 40-ზე მეტი სამხედრო.
ჩეჩნეთში „როსგვარდია“ გასული წლის გაზაფხულზე შეიქმნა, რომლის მიზნად შსს-ის ამოცანების შესრულება დასახელდა. სტრუქტურა პირდაპირ დაქვემდებარებაშია სახელმწიფოს მეთაურთან.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთში ძალოვანული უწყების აღნიშნული წარმომადგენლობის შექმნა პუტინის პირდაპირი დავალებაა, რომლის ძირითადი მიზანი, დესტაბილიზაციის შემთხვევაში ხელისუფლების დაცვაა.
მასალის გამოყენების პირობები






