„ლონდონი ის აღარ არის რაც ადრე იყო“ - ვესტმინისტერის ტერაქტის ავტორის სიტყვები სასტუმროს პერსონალს
მსოფლიო - 12:41, 24 Mar, 2017     2350

22 მარტს ლონდონში, ვესტმინისტერში განხორციელებული ტერაქტის ავტორი 52 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ხალიდ მასუდია. მისი იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

მასუდი ჩრდილოეთ ბრიტანეთის ერთ-ერთ საგრაფოში ცხოვრობდა, იგი დაქორწინებული გახლდათ და სამი შვილი ჰყავს, ასევე იყო მასწავლებელი და სამართალდამცავებთან მას პრობლემა არაერთხელ ჰქონია, თუმცა, როგორც სკოტლანდ იარდი აცხადებს, მასუდი ტერორისტულ დაჯგუფებებთან ურთიერთობაში შემჩნეული არ ყოფილა და მის წინააღმდეგ ამ ეტაპზე არავითარი გამოძიება არ მიდიოდა.

მასუდი თავდასხმის დროს სამართალდამცავებმა მოკლეს, მის მიერ განხორციელებულ ტერაქტს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილთა შორის არის სამართალდამცავი, რომელიც თავდამსხმელმა დანით მოკლა. შემთხვევის დროს 40 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

The Sun ავრცელებს მასუდის სიტყვების შესახებ ინფორმაციას. მასუდმა უკანასკნელი ღამე ბრაიტონის ერთ-ერთ სასტუმროში გაატარა, მომსახურე პერსონალს კი დაგეგმილი თავდასხმის განხორციელებამდე რამდენიმე საათით ადრე უთხრა, რომ „ლონდონი ის აღარ არის, რაც ადრე იყო“.

მასუდმა ღამე Preston Park Hotel-ში გაატარა, მისი ნომრის ღირებულება 59 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. მომსახურე პერსონალი მას მშვიდ და ზრდილობიან მამაკაცად მოიხსენიებენ. მასუდმა არასევე იქირავა „ჰიუნდაის“ მარკსი ავტომობილი, რომლითაც ტერაქტი განახორციელა.

რეგისტრატურაში იხსენებენ, რომ მომსახურე პერსონალს იმდენად მოეწონამასუდი და მისი კეთილგანწყობა, რომ check out-ის დროს მის რეგისტრაცია სიტყვებით „კარგი კაცი“ დაასათაურეს.

მასუდი იმდენად კონტაქტური იყო, რომ პერსონალს მისი მუსულმანი მეუღლის შესახებ ესაუბრებოდა, ასევე აღნიშნავდა რომ მამა ონკოლოგიური დაავადებით უკვდებოდა, დედა კი ცდილობდა თანხის შეგროვებას, რათა ოჯახისთვის სახლი შეეძინა. რეგისტრატურაში იხსენებნ, რომ Check out-ის შემდეგ მასუდმა მანქანაში ორი ჩანთა ჩადო.

„მაგრამ, როდესაც დამლაგებლები მის ნომერში დასალაგებლად შევიდნენ, მასუდი ნომერში მხოლოდ საცვლის ამარა დახვდათ, გაკვირვებულები იყვნენ, რადგან ვიცოდით, რომ მასუდი წასული იყო“, - იხსენებენ სასტუმროში.

ვესტმინისტერის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, თავდამსხმელს კი „ISIS-ის მებრძოლი“ უწოდა. თუმცა, ბრიტანული მედია ხალიდ მასუდს „მარტოხელა ლომს“ უწოდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42