ტერაბანკის პირველი შუალედური გათამაშების გამარჯვებული გამოვლენილია
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:12, 24 Mar, 2017     1237
ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების გათამაშების პირველ შუალედურ გათამაშებაში გამარჯვებული გამოვლენილია. სახლის სასაჩუქრე ნაკრების მფლობელი თამარ ტყავაშვილი გახდა. ნაკრებში შედის ჭკვიანი სახლის აღჭურვილობა, ვინილის საკრავი, Apple TV, ინტერნეტისა და ტელივიზიის ერთწლიანი პაკეტი, ჭკვიანი ყავის აპარატი და ლეგოს კონსტრუქტორი.

გამარჯვებულს კუთვნილი საჩუქრები ტერაბანკის სათავო ოფისში საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

„გათამაშების ფარგლებში გავხსენი ანაბარი ტერაბანკში და მოვიგე არაჩვეულებრივი პრიზები; განსაკუთრებით მომწონს ვინილის მუსიკალური საკრავი და ჭკვიანი ყავის აპარატი. დიდი მადლობა ტერაბანკს. წარმატებას ვუსურვებ დანარჩენ მონაწილეებს შუალედურ გათამაშებებში“, - განაცხადა თამარ ტყავაშვილმა.

ტერაბანკმა მასშტაბური, უპრეცედენტო გათამაშება სახელწოდებით „აიწყე ცხოვრება“ 22 თებერვალს დაიწყო და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მისცა შანსი, მარტივად ჩართულიყო გათამაშებაში მინიმუმ 1000 ერთეულის სესხის აღების ან ანაბრის გახსნის შემთხვევაში. სესხის აღებისას ყოველ 1000 ერთეულზე მომხმარებელს 1 ბილეთი გადაეცემა, ხოლო ანაბრის გახსნის შემთხვევაში ბილეთების რაოდენობა ორმაგდება. გათამაშება 15 ივნისამდე გრძელდება და გაიმართება კიდევ 2 შუალედური და 1 ფინალური გათამაშება.

„20 მარტს გათამაშდა პირველი შუალედური პრიზი - სახლის სასაჩუქრე ნაკრები; ნივთები, რომელთა ქონაც ძალიან გვინდა. პირველი გამარჯვებული ავტომატურად მონაწილეობს ფინალურ გათამაშებაში და აქვს შანსი, „აიწყოს ცხოვრება“, ხოლო მომდევნო ორ შუალედურ გათამაშებას გამოეთიშება,“ - აცხადებს ტერაბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, აკა სანიკიძე.

თამარ ტყავაშვილმა აღნიშნა, რომ ცხოვრებაში პირველად გაიმარჯვა და ფინალურ გათამაშებაში მთავარი პრიზების მოგების იმედი გაუჩნდა. ფინალური გათამაშების გამარჯვებული მოიგებს გარემონტებულ ბინას ვაკეში, ახალ ავტომობილს Toyota RAV4, ხელფასს 2000 ლარის ოდენობით და საგზურს ევროპის ნებისმიერი მიმართულებით.

შუალედური პრიზების გათამაშება გაიმართება 20 აპრილს და 20 მაისს 20:00 საათზე ტერაბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივსტრიმის მეშვეობით.

ფინალური გათამაშება გაიმართება 20 ივნისს, 20:00 საათზე!

გათამაშების ფარგლებში ტერაბანკში მოქმედებს განსაკუთრებული პირობები ვადიან ანაბრებსა და საკრედიტო პროდუქტებზე. პირობების გასაცნობად ეწვიეთ ტერაბანკის ოფიციალურ გვერდს: https://terabank.ge/ge/aitske-tskhovreba





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42