თიბისი ბანკში 40 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გალარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:53, 23 Mar, 2017     3295
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ნინო მასურაშვილის ინფორმაციით, თიბისი ბანკსა და ბანკ რესპუბლიკაში ჯამში ერთობლივად 40 მილიონი დოლარის სესხი გალარდა, რაც ბაზარზე გალარებული სესხების დაახლოებით 53% შეადგენს. გალარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდიით 3073-მა მსესხებელმა ისარგებლა და გაალარა საკუთარი სესხი.

ამას გარდა, დოლარში არსებული სესხები იმ კლიენტებმაც გაალარეს, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში, თუმცა მათ მომავალში ვალუტის რყევებისგან გამოწვეული რისკების დაზღვევა არჩიეს.

„ამ პროგრამამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა დედოლარიზაციის გრძელვადიანი პროცესის დასაწყისს, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცავს ოჯახებს და მსესხებლებს სავალუტო რყევებისგან, ხოლო ბანკს შეუმცირებს რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ ლარში გადატანილი სესხის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ოდნავ იზრდება, ეს არის საფასური მომავალში სავალუტო რყევებისგან თავის დასაცავად და ჩვენ სწორედ ამას ვუხსნიდით მსესხებლებს,“ - აცხადებს ნინო მასურაშვილი.

თიბისი ბანკი სხვადასხვა გზით ახდენდა კომუნიკაციას მსესხებლებთან, თითოეულ მათგანთან სატელეფონო კონსულტაციების გარდა, გაიმართა პირისპირ შეხვედრებიც, სადაც კლიენტებს საშუალება ჰქონდათ პროგრამის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე მიეღოთ პასუხი.

ნინო მასურაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ლარიზაციის გეგმის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, ვინაიდან 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. მასურაშვილი აცხადებს, რომ წლის ბოლოს ნათლად გამოჩნდება, როგორ შეიცვალა დედოლარიზაციის წილი ფიზიკური პირების სასესხო პორტფელებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42