რა ვიცით ლონდონის ტერაქტის შესახებ?
მსოფლიო - 12:49, 23 Mar, 2017     1926


ბოლო ინფორმაციით, გუშინ, 22 მარტს, ლონდონში, ვესტმინისტერის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

გარდაცვლილებს შორის ერთი პოლიციის ოფიცერი, 48 წლის კით პალმერია, რომელსაც დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს, როდესაც ოფიცერმა მას პარლამენტში შეღწევის უფლება არ მისცა.

თავდასხმების შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაციები, შემსრულებლის თუ დამკვეთის შესახებ.

რა ვიცით ლონდონის თავდასხმების შესახებ?

თავდასხმების ქრონოლოგია:

ადგილობრივი დროით 14:40 საათზე, ავტომობილი ვესტმინისტერის ხიდზე საფეხმავლო გზაზე ავიდა და ქვეითებს დაეჯახა. ამ დროისთვის არსებული ინფომაციით, აღნიშნულ შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

შემდეგ ავტომობილი ბრიტანეთის პარლამენტის შენობისკენ დაიძრა და ღობეს დაეჯახა, საჭესთან მჯდომი მამაკაცი მანქანიდან დანით ხელში გადმოვიდა და პარლამენტის ეზოში შეიჭრა, სადაც მას გზა პოლიციელებმა გადაუკეტეს.

დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა, თავდამსხმელი კი პოლიციელებმა მოკლეს.

გარდაცვლილი პოლიციელი 48 წლის კით პალმეტია, რომელიც პოლიციაში 15 წლის განმავლობაში მსახურობდა.

რა ვიცით თავდამსხმელების შესახებ?

გვიან ღამე, სკოტლანდ იარდის კონტრტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარკ როულიმ განაცხადა, რომ მათთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებენ.

„ტერორისტებს მკაფიო მიზანი აქვთ: შექმნან შიშის, დაძაბულობისა და უნდობლობის ატმოსფერო“ - განცხდა მან.

დიდი ბრიტანეთის პრემეირ-მინიტსრმა ტერეზა მეიმ მომხდარს „ამაზრზენი და შემზარავი თავდასხმა“ უწოდა.

„თავდასხმის ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ტერორისტმა გადაწყვიტა დარტყმა მიეყენბინა ჩვენი დედაქალის გულზე, სადაც ყველა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანი იკრიბება, სადაც თავისუფლება და დემოკრატია სუფევს“ - განაცხადა მეიმ.


თვითმხილველები თავდამსხმელს ახასიათებენ, როგორც „აზიური გარეგნობის“, 40 წლამდე, შავგვრემანი მამაკაცი, რომელიც 2 დანით იყო შეიარაღებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმები აბუ იზადინმა განახორციელა, არ დადასტურდა. როგორც დილი მეილი წერს, ადამიანი, აღნიშნული სახელითა და გვარით ციხეში ზის, შესაბამისად, მას არ შეეძლო ტერაქტის განხორციელება.

ლონდონის საქალაქო პოლიციის სკოტლანდ იარდის განცხადებით, პირი, რომელმაც გუშინ ტერაქტი განახორციელა, მარტო მოქმედებდა.


დაშავებულები: პოლიციელები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები

ლონდონის ხელისუფლება თავდასხმების შედეგად დაშავებულთა ვინაობას ადგენს. ამ დროისთვის, თავდასხმის დროს, ვესტმინისტერის ხიდზე ფრანგი მოსწავლეების ჯგუფი იმყოფებოდა, დაშავებულია სამი მათგანი.

დაშავებულია ასევე სამი პოლიციელი, რომლებიც ხიდზე იმყოფებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

დაშავებულია ოთხი სტუდენტიც.

ადგილობრივი დროით 17:00 საათზე კი მდინარე ტემზიდან ქალი ამოიყვანეს, რომელიც მანქანის შეჯახებისას ხიდიდან გადავარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

ექიმების თქმით, 12 ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, 8-ს კი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

სამართალდამცავთა რეაგირება:

როგორც ადგილობრივი მედია წერს, პარლამენტის უსაფრთხოების დაცვის წევრებმა და ქალაქის პოლიციამ სრული მზადყოფნა და მობილიზება გამოიჩინა.

საკანონმდებლო ორგანოს დაცვამ თავდამსხმელს პარლამნეტში შეჭრის უფლება არ მისცა და გაანეიტარალა. ამავდროულად, პოლიციამ მოახდინა მიმდებარე ტეროტიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება, პარლამენტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, გამოძახებულ იქნა გამნაღმველთა ჯგუფი. გვიან ღამე, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ , ბირმინგემში რეიდები ჩაატარა, რის შედეგადაც 7 ადამიანია დაკავებული.

ლონდონის გმირი: დეპუტატი, რომელიც დაჭრილი პოლიციელის გადარჩენას ცდილობდა

პარლამენტში შეღწევის მცდელობისას, თავდამსხმელის მიერ დაჭრილ პოლიციელს პირველადი დახმარება ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ,50 წლის დეპუტატმა ტობიას ელვუდმა გაუწია, რომლის ძმაც, 2002 წელს, ბალიზე მომხდარ ტერაქტს ემსხვერპლა.

დასავლური მედია ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს, როგორ ცდილობს დეპუტატი პოლიციელის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ.



ტობიას ელვუდი ყოფილი სამხედროა, რომელიც ქუვეითში მსახურობდა. 2002 წელს მისი ძმა, ბალიზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. მაშინ 202 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 ბრიტანელი იყო.

ტობიას ძმა მასწავლებელი იყო, რომელიც ბალიზე კონფერენციაზე ჩავიდა.

სოციალურ ქსელებში დეპუტატის საქციელს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მას უკვე უწოდეს "გმირი, რომელიც სიკვდილს ბოლო წამამდე ებრძოდა, თუმცა სამწუხაროდ, უკვე მეორედ დამარცხდა."

მსგავსება ნიცასა და ბერლინის ტერაქტებთან

შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თუმცა, თავდასხმები ძალიან ჰგავს ნიცასა და ბერლინში, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებს.

2016 წლის14 ივლისს ნიცაში ტერაქტი მოხდა. ბასტილიის დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა და მათ გადაურა. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 84 ადამიანი, დაშავებულია 100. დაღუპულთა შორის 10 ბავშვია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

2016 წლის 19 დეკემბერს კი ტერაქტი ბერლინში განხორციელდა. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა, დაახლოებით 50-80 მეტრი გაიარა და ადამიანებს გადაურა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 12 , ხოლო დაშავდა 48 ადამიანი. ბერლინის ტერაქტზეც პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42